მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველა პირობაა შექმნილი ჩოგბურთის განვითარებისთვის" - ოზურგეთში საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობა დასრულდა

ჩოგბურთის კორტი
05.09.24 13:31
81

გურიაში, ქალაქ ოზურგეთში დასრულდა თანამედროვე სტანდარტის ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტი „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ (PIRDP) ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტისა და ევროკავშირის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 2,275,044 ლარი შეადგინა.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო ჩოგბურთის 3 ღია კორტი ტრიბუნებით, აშენდა ადმინისტრაციული შენობა და დამხმარე ნაგებობები. კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ავტოსადგომი და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.

ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, საჩოგბურთო კომპლექსი აღჭურვილია ყველა აუცილებელი ინფრასტრუქტურით, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეებით და ყველა პირობაა შექმნილი ქალაქში და რეგიონში ჩოგბურთის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის.

"ჩოგბურთის ცენტრის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გადაადგილებისა და პარკირებისთვის.

ოზურგეთის ახალ საჩოგბურთო ცენტრში პროფესიონალი და მოყვარული ჩოგბურთელები შეძლებენ როგორც ვარჯიშს, ისე ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას", - იტყობინება ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები