მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველა პროექტის დასრულების შემდეგ, საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარების 6%-ს ვაწარმოებთ - GEORGIAN PRODUCTS-ის გეგმები

მწვანე ენერგეტიკა

ევროპელ პარტნიორებთან ერთად მწვანე ენერგეტიკაში 150-200 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, რომელიც საქართველოს მოხმარების 6%-ს დააკმაყოფილებს, - ამ გეგმის შესახებ GEORGIAN PRODUCTS-ის დამფუძნებელმა დავით ბარდაველიძემ BMGtv- ის გადაცემაში "წერტილი" განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიის მიზანია აჩვენოს, რომ მწვანე ენერგიის გამომუშავებაც შესაძლებელია მომგებიანი და რენტაბელური იყოს, მით უფრო, რომ საქართველოს ამ მხრივ დიდი პოტენციალი აქვს.

" ჩვენი პარტნიორი არის ჩვენი ძალიან დიდი ხნის მეგობარი, ავსტრო-გერმანული კომპანია, VOLTARES-ი. მას ეკუთვნის ინვესტიციის 80%. კომპანია აქტიურობს მწვანე ენერგეტიკის მიმართულებით მსოფლიოს მასშტაბით და მან გადაწყვიტა საქართველოში შემოსვლა. სადღაც, $150-200 მლნ-მდე გამოყოფილია და ჩვენ, შევეჭიდეთ ყველა სფეროს. როგორც მზეს, ასევე წყალსა და ქარს.

პროექტების ნაწილზე მემორანდუმები გვაქვს უკვე სახელმწიფოსთან გაფორმებული CFD აუქციონებში გავიმარჯვეთ.

ჩვენი ამოცანაა, რომ ვანახოთ საქართველოს ეს მწვანე ენერგეტიკა შეიძლება იყოს მომგებიანიც. ჩვენი ყველა პროექტის დასრულების შემდეგ, ელექტროენერგიის დღევანდელი მოხმარების 6%-ს ვაწარმოებთ" - განაცხადა ბარდაველიძემ.

რომელმაც ასევე უპასუხა კითხვას, როგორია კონკრეტული სიმძლავრეები.

"50 მგვტ CFD ჩვენ რაც მოვიგეთ PPA-ს ფარგლებში რაც სახელმწიფომ დააანონსა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ გავაფართოებთ 120 მგვტ-ს. ქარი 50-დან 80 მგვტ-მდე და წყალი გვაქვს პატარა პროექტები 12 და 35 მგვტ და კიდევ არის დამუშავების სტადიაში რაღაც პროექტები. პროექტები მზადაა, ზაფხულში მზეს ვიწყებთ, მერე გადავალთ მზეზე და წყალი უკვე 2025 წლის გაზაფხულიდან იქნება.

რაც შეეხება ტერიტორიას, მზე არის მარნეული, ქარი არის ზესტაფონთან და წყალი არის რაჭა", - განაცხადა ბარდაველიძემ "წერტილში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები