მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ყველა პროექტში შემოგვაქვს ინოვაცია, რომ ყველა ასაკის მოსახლეზე იყოს გათვლილი” - გეგი ქელბაქიანი

ქელბაქიანი

“რეგიონებში ცენტრების განახლებით და ადგილზე ინოვაციების დამკვიდრებით, ვქმნით საინვესტიციო გარემოს, რაც საბოლოოდ მოსახლეობის ყოველდღიურობას აჯანსაღებს” - ასე პასუხობს ‘Reforma”-ს გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი გეგი ქელბაქიანი, BMG-ის კითხვას, რომელიც განახლებული რეგიონების პროგრამაში ჩართულობას და ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეხებოდა. 

მისი თქმით, რეგიონებში შენობების და სკვერების განახლება განვითარებული ქვეყნების მაგალითებზე დაყრდნობით ხდება, რაც ყველა ასაკი ადამიანზეა მორგებული. 

“რეგიონების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ახლა მესამე ეტაპი დაიწყო, რაც ცენტრების რეაბილიტაციას გულისხმობს. რეგიონებში არსებული შენობების და ნაგებობების განახლება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს პირველ რიგში ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. ჩვენთვის, როგორც მშენებელი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, პროექტში შევიტანოთ ინოვაციები, რაც მოსახლეობისთვის უკეთეს გარემოში ცხოვრების გარანტიაა. 

გარდა ამისა, ლოკალურად, იქმნება ახალი საინვესტიციო გარემო. როდესაც ისტორიული შენობის ფასადის განახლება მიმდინარეობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შშმ პირებისთვის ადაპტირებული მისასვლელების მოწყობა ხდება. ჩვენ ახლა ვამთავრებთ ბაღდათის ცენტრალური სკვერის მოწყობას,  რომელიც ყველა ასაკის მოსახლეზე იქნება გათვლილი“,- ამბობს გეგი ქელბაქიანი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები