მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველა პროფესიული მიმართულებაა ხელმისაწვდომი" - რას მოიცავს საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა?

ანი ლომთაძე
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე პროფესიულ აკადემიებში მიღება დაიწყო და მსურველთა აპლიკაციების მიღება 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელმა ანი ლომთაძემ "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა.

ინიციატივა მათთვისაა, ვისაც ახალი პროფესიის დაუფლება, კარიერული მიმართულების შეცვლა ან უკვე არსებული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაღრმავება სურს. პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, 20-მდე პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში, 100%-იანი დაფინანსებით დაეუფლონ სასურველ პროფესიას და მიიღონ პრაქტიკული განათლება, რომელიც მათ დასაქმებასა თუ საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში დაეხმარება.

ანი ლომთაძემ განმარტა, თუ რა მიმართულებებს აერთიანებს სასტიპენდიო პროგრამა, ვის შეუძლია მასში მონაწილეობა და რა შესაძლებლობებს ქმნის პროფესიული განათლების სრული დაფინანსება.

"ძალიან ფართო შეთავაზების სპექტრია: ტექნოლოგიები, მარკეტინგი, დატა, ასევე არის კულინარია... აბსოლუტურად ყველა პროფესიული მიმართულება, რაც შეიძლება წარმოიდგინოთ და გაინტერესებდეთ, ხელმისაწვდომია იმ 20 აკადემიაში, რომლებიც არიან ჩვენი ბიზნესპარტნიორები. ეს არის როგორც პროფესიული ცვლილებებით დაინტერესებულებისთვის, ასევე არის ბავშვებისთვისაც, ყველასთვის ღიაა ეს სასტიპენდიო პროგრამა. კონკურენცია რა თქმა უნდა, მაღალი არის და ინტერესი დიდია. ჩვენ ვცდილობთ, რომ გავზარდოთ რაოდენობა, როგორც აკადემიების, ასევე სტიპენდიების და ამას აუცილებლად გავაგრძელებთ ყოველწლიურად. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერმა სცადოს თავისი თავი და ხანდახან რამდენჯერმეც, ასეთი შემთხვევებიც გვქონია.

ახლა მიმდინარეა აპლიკაციები, 30 ნოემბრის ჩათვლით მივიღებთ, შემდეგ უკვე უშუალოდ აკადემიები გადაარჩევენ კანდიდატებს და საქართველოს ბანკიც ჩაერთვება, რა თქმა უნდა, გასაუბრებებში, თუმცა პირველად გადარჩევაში სრული ნდობა გვაქვს გამოცხადებული აკადემიების მიმართ",- ამბობს ანი ლომთაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები