მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ყველა ქართველ ბიზნესმენს, რომელიც უცხოეთშია, სპეციალური პირობებით ჩამოვიყვანდი"

5c694b0889a12
სალომე მეცხვარიშვილი
17.02.19 15:51
10051
ყველა ქართველ ბიზნესმენს, რომელიც უცხოეთშია, სპეციალური პირობებით ჩამოვიყვანდი,- ამის შესახებ თიბისი ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ “კავკასიის უნივერსიტეტის” სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო პატარა ქვეყანაა და საკმარისი შიდა რესურსი განვითარებისთვის არ გააჩნია, ამიტომ, საჭიროა უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენების საქართველოში ჩამოყვანა.

“ჩვენს ქვეყანას აქვს იმის საშუალება, რომ ბიზნესი მოიწვიოს და ამით ახალი კულტურა შემოიტანოს. ჩვენ შიდა რესურსი, სამწუხაროდ, არ გვაქვს. პირველი მე ამას გავაკეთებდი და ყველა ქართველ ბიზნესმენს, რომელიც უცხოეთში მოღვაწეობს, სპეციალური პირობებით ჩამოვიყვანდი. უნდა დაპატიჟო ეს ხალხი. ვთქვათ, წარმატებული ხარ რუსეთში, უკრაინაში, ბელგიაში, გერმანიაში, ამერიკაში და ა.შ. 20- 30 კაცი სპეციალურად უნდა ჩამოიყვანო და უნდა უთხრა, რა გჭირდებათ იმისთვის, რომ თქვენ უკან დაბრუნდეთ? ამ დროს იმათ ყველას რაღაცა ნაყიდი აქვთ აქ. ზოგს ბინები, ზოგს საწარმო, ზოგს მიწა და არაფერს არ აკეთებენ”,- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

მისივე თქმით, პატარა ერი ვართ და ყველა ნიჭიერი ადამიანი უნდა გავაერთიანოთ.

“დავანებოთ თავი კინკლაობას. მგონია, რომ დეჟავუ მემართება, მგონია, რომ ერთი და იმავეს ვუყურებ ტელევიზორში. ვეღარ ვგრძნობ, რომელი წელია 90-იანები თუ…იმიტომ კი არა, რომ ვინმეს ვაკრიტიკებ. ჩემს თავს ვაკრიტიკებ პირველ რიგში, მეც ამ საზოგადოების ნაწილილ ვარ თქვენთან ერთად”,- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები