მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტთან თანამედროვე სტანდარტების ფიტოვეტსანიტარული კონტროლის ზონა იფუნქციონირებს

5969b7d323c8b
BM.GE
15.07.17 10:21
1564
აჭარაში პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, პირველ მოადგილესთან, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელთან, გიორგი თაბუაშვილთან ერთად ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ობიექტები დაათვალიერა.

"სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტის გარდა, პირველი ვიცე-პრემიერი „ადლიის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონას ეწვია, სადაც გაეცნო ახლადშექმნილი ფიტოვეტსანიტარული კონტრლის ზონის საქმიანობას.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ზონა უკვე შექმნილია „ფოთის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე. დაახლოებით ერთ წელიწადში, კი მსგავსი მომსახურების მიღება „წითელი ხიდის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზეც იქნება შესაძლებელი.

სამომავლოდ, საქართველოს ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტთან თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფიტოვეტსანიტარული კონტროლის ზონა იფუნქციონირებს.

დღესვე, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრში იმყოფებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები