„დიახ, ძალის გამოყენება ლეგიტიმური იყო, ვინაიდან სხვა არჩევანი და სხვა გზა არ არსებობდა,“ - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყების წინ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებთანაც მთავრობას კონსულტაციები აქვს, ამ ძალის ლეგიტიმურობას ადასტურებEN.
„ჩვენ ინტენსიური კონსულტაციები გვაქვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. არ არსებობს არანაირი კითხვის ნიშანი იმ საკითხთან დაკავშირებით, იყო თუ არა ის ძალა, რომელიც გამოვიყენეთ ლეგიტიმური. დიახ, ძალის გამოყენება ლეგიტიმური იყო, ვინაიდან სხვა არჩევანი და სხვა გზა არ არსებობდა.
ამას ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი ადასტურებს. რა თქმა უნდა, ამასთან ერთად საზოგადოებას და ჩვენც, როგორც საზოგადოების ნაწილს გვაქვს კითხვის ნიშნები, რომ ხომ არ მოხდა რამდენიმე შემთხვევაში კონკრეტული სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტება ვინაიდან, ამის გარკვეული კადრები არსებობს და ეს ჩვენ ვიცით. მე კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ, რომ კონრეტულ შეფასებას მივცემთ ყველაფერს.
გამოძიება მიმდინარეობს ტრანსფარენტულობის უმაღლესი ხარისხით და ჩვენ ამ გამოძების ჩატარებას უზრუნველვყოფთ“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

























