მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველა სფეროში წერტილი უნდა დაესვას ე.წ. "ქართულ-ჯიგრულ პონტს" - გიორგი ბაქრაძე

გიორგი ბაქრაძე

„მგონი, ყველაზე მნიშვნელოვანია, წერტილი დაესვას ე.წ. „ქართულ-ჯიგრულ პონტს“, ყველა სფეროში მთავარია პროფესიონალიზმი“ - ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „პროკრედიტ ბანკის“ დირექტორთა საბჭოს დირექტორთა საბჭოს მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ წამყვანის შესაბამის კითხვას.

რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის? - ამ კითხვაზე პასუხისას, ეკონომისტმა განსაკუთრებით განათლების და სასამართლო სისტემების რეფორმა გამოყო.

„პირველ რიგში, ჩემი აზრით, გვჭირდება გაუმჯობესებული სასამართლო სისტემა, რომელიც ეკონომიკის განვითარებისთვის ერთ-ერთ აუცილებელ ინსტიტუტს წარმოადგენს.

უკიდურესად მნიშვნელოვანია განათლება, თან ისეთი განათლება, რომელიც შესაბამისობაში იქნება სამუშაო ძალის ბაზრის მოთხოვნასთან. მარტივად რომ ვთქვათ, ახალგაზრდა უნდა ირჩევდეს არა პრესტიჟულ პროფესიას, ან ისეთს, რომლითაც მშობლები ან ბებია-ბაბუა იამაყებენ, არამედ იმას, რაც ახლაა საჭირო და რაც, მათ შორის, მაღალი შემოსავლის გარანტიას იძლევა.

ის დრო, როდესაც ყველა იურიდიულზე ან სამედიცინოზე ან, თუნდაც, ეკონომიკურზე მიდიოდა, აღარაა და აღარც იმის ფუფუნება გვაქვს, რომ ასობით უმუშევარი იურისტი ან ეკონომისტი გვყავდეს, რომლებიც, საბოლოოდ, მაინც სხვა კვალიფიკაციას ირჩევენ.

სხვათა შორის, ამ მხრივ, „პროკრედიტ ბანკს“ თავისი წვლილი შეაქვს - ჩვენთან, ყველა ახალი თანამშრომელი საკმაოდ მნიშვნელოვან ტრენინგს გადის“, - ამბობს გიორგი ბაქრაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები