მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველა უნდა წავიდეთ არჩევნებზე, უნდა დავასრულოთ საქართველოში სიბნელე - სოფო ჭყონია

სოფო ჭყონია

ყველა უნდა წავიდეთ არჩევნებზე, უნდა დავასრულოთ საქართველოში სიბნელე, - ამის შესახებ Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს დამფუძნებელმა, სოფო ჭყონიამ განაცხადა. მისი თქმით, მან ხმა საქართველოს ევროპულ მომავალს მისცა.

„ყველა იმ ადამიანს, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს და არ იცის ვის მისცემს ხმა, ვეტყვი, რომ აუცილებლად, ყველა უნდა წავიდეთ არჩევნებზე, უნდა დავასრულოთ საქართველოში სიბნელე, ეს ჩემთვის სიბნელეა და ალბათ ყველასთვის.

მიეცით ხმა თქვენი შვილების და თქვენს მომავალს - ევროპული იქნება თუ როგორი იქნება, ის აუცილებლად უნდა იყოს მსოფლიოს ნაწილი. საქართველო ვერ იქნება იზოლირებული და ვერ იქნება ფეოდალური სახელმწიფო“, - განაცხადა სოფო ჭყონიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები