რა გჭირდებათ, იცოდეთ არჩევნებზე საქართველოში და რუსეთის გავლენაზე? – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას The Washington Post-ი.
დეტალურ, ქვეთავებად ორგანიზებულ და გრძელ სტატიაში, ავტორი ცდილობს პასუხი გასცეს ყველა მნიშვნელოვან კითხვას თავისი მკითხველისთვის – კერძოდ: რა დევს სასწორზე? როგორ მუშაობს არჩევნები საქართველოში? რა ფსონს დებს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებაზე? რომელი კანონები მიიღო ქართულმა ოცნებამ? და რა არის რუსეთის როლი ამ ყველაფერში?
ავტორი წერს, რომ „ქართული ოცნება" პარტიის საპატიო თავმჯდომარის, მოსკოვთან დაახლოებული მილიარდერი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის გზამკვლევი ხელით პოზიციონირებს როგორც „მშვიდობის პარტია“, რომელიც ხაზს უსვამს, რომ თუ ოპოზიცია ძალაუფლებას მოიპოვებს, ის საქართველოს რუსეთთან ომში ჩართავს.
ავტორი იმასაც წერს, რომ ოპოზიცია და ქართული საზოგადოების ლიბერალური ნაწილი არჩევნებს მიიჩნევს წყალგამყოფად დასავლეთსა და რუსეთის ორბიტას შორის – არჩევანი დემოკრატიასა და ავტორიტარიზმის ფორმას შორის.
"ქართული ოცნების" მიერ მიღებულ რეფორმებს შორის, ავტორი ხაზს უსვამს „უცხო აგენტის კანონს“ და „ლგბტ პროპაგანდის“ ამკრძალავ კანონს და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ პუტინის ხელწერაა კონსერვატიული ღირებულებების ნაციონალურ იდეად ქცევა და ბრძოლა დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ.
რაც შეეხება რუსეთის როლს ამ ყველაფერში, ავტორი წერს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში დააჩქარა ქართული ოცნების მიერ საქართველოს ევრო–ატლანტიკური კურსის მორყევა.
ავტორი აღნიშნავს "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ბანერებსაც, სადაც "არა ომს" გზავნილი გამყარებული იყო ომის კადრებით უკრაინიდან.