მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაფერი ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბილეთებთან დაკავშირებით

ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბილეთები

1 ივნისს, ლონდონში, უემბლის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს დორტმუნდის “ბორუსია” და მადრიდის “რეალი” დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ დორტმუნდელებისთვის ეს 2013 წლის შემდეგ პირველი ჩემპიონთა ლიგის ფინალი იქნება, ხოლო უფრო ადრე 1997 წელს პირველად გახდნენ გათამაშების გამარჯვებულები.

თავის მხრივ “რეალი” მეთხუთმეტე ჩემპიონთა ლიგის თასს უტევს, რითაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს საკუთარ რეკორდს. უკანასკნელი ერთი დეკადის განმავლობაში მადრიდელებმა 5-ჯერ მოახერხეს თასის მოპოვება და ახლა მეექვსედაც შეეცდებიან.

უემბლის სტადიონი 90 ათასს ადამიანს იტევს, თუმცა უეფა გასაყიდად მხოლოდ 86 600 ბილეთს გამოიტანს. აქედან 25-25 ათასი ბილეთი ორივე გუნდის გულშემატკივრებს გადაეცემათ. დარჩენილი 36 600 ბილეთი კი გლობალური მასშტაბით ყველა გულშემატკივარზე გაიყიდება.

ბილეთების ღირებულების თვალსაზრისით ყველაზე იაფიანი კატეგორია 60 გირვანქა სტერლინგად ფასდება, ხოლო დარჩენილი ბილეთების ფასები 160, 430, 610 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. თუკი გულშემატკივრები ვერ შეძლებენ უეფას ოფიციალური საიტიდან ბილეთების შეძენას, მაშინ სხვადასხვა მეორადი საიტებიდან შეეძლებათ, თუმცა ჩვეულებრივზე ბევრად ძვირის გადახდა მოუწევთ.

რაც შეეხება მგზავრობას, დორტმუნდის გულშემატკივრებისთვის ორმხრივი ფრენა ადგილობრივი აეროპორტიდან 246 გირვანქა ღირს, ხოლო კელნიდან მატარებლით მგზავრობა ლონდონამდე 156-დან 287 გირვანქამდე ჯდება.

მადრიდელებისთვის კი ქალაქის აეროპორტიდან ლონდონამდე ორმხრივი ფრენის ფასი 279 გირვანქაა, ხოლო უფრო იაფფასიანი ვარიანტი ნორვეგიაში, ქალაქ ოსლოში გადაჯდომითაა შესაძლებელი და 169 გირვანქა სტერლინგი ღირს.

ცნობისთვის, ესპანეთიდან ალტერნატიული ფრენები ლონდონის მიმართულებით ხორციელდება ბარსელონიდან, ვალენსიიდან და სევილიადანაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები