ტურისტული კომპანია Traveler.ge-ს დამფუძნებელი, ბიზნესმენი შალვა ბოლოთაშვილი facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც შატილში მომხდარ ავტოკატასტროფას ეხმაურება.
როგორც ცნობილია, ტრაგიკული ტურის ორგანიზატორი სწორედ ტურისტული კომპანია Traveler.ge იყო. ბიზნესმენი წერს, რომ ტრაგედიის გამო განადგურებულია.
„გამანადგურა ამ ტრაგედიამ. ჩემს ადგილზე ყოფნას მათ ადგილზე ყოფნა ჯობია.. აღარ არის ჩემი საუკეთესო მეგობარი სერგო (გიდი სერგო გოლუკოვი)... ვეღარასოდეს ვნახავ ჩემ უსაყვარლეს ნუცის და ხატიას... 17 ადამიანის სიცოცხლე, რომელთაც ჩემი დარჩენილი ცხოვრებაც გაჰყვა. ყველაფერი დამთავრდა, ასეთი ყოფილა ჩემი დასასრულიც“, - წერს შალვა ბოლოთაშვილი.
შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა ტურისტულმა კომპანია Traveler.ge-მაც, რომელშიც ნათქვამია, რომ თანამშრომლობენ საგამოძიებო ორგანოებთან, რათა დადგინდეს ტრაგედიის მიზეზი.
შეგახსენებთ: 23 აგვისტოს შატილის გზაზე 80 მეტრის სიმაღლის კლდიდან სამარშრუტო ტაქსი გადავარდა. ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, სამის მდგომარეობა კი მძიმეა.