საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია ფორსაით ინვესტმენტ გრუპი ლარის ინდექსის შექმნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. კომპანიის განმარტებით, ფორსაითის ლარის ინდექსი წარმოადგენს მაჩვენებელს, რომელიც ასახავს ეროვნულ ვალუტაში ერთი დღით თანხის განთავსების საშუალო რეალურ განაკვეთს, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის. ლარის ინდექსი ფორსაითის ლარის ფონდის ყოველდღიურ ამონაგებს ეფუძნება.
ფორსაითის ლარის ფონდი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ავტორიზებული პირველი საინვესტიციო ფონდია, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს თანხების მოკლევადიანი განთავსების შესაძლებლობას სთავაზობს.
სტუმარი: ილია ფარეშიშვილი - "ფორსაითის" ლარის ფონდის მმართველი;