მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაფერი, რაც Acer-მა უახლეს ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე წარმოადგინა

ყველაფერი, რაც Acer-მა უახლეს ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე წარმოადგინა
05.09.24 13:02
498

ტექნოლოგიურმა კომპანია Acer-მა 4 სექტემბერს ბერლინში გამართულ კონფერენციაზე ახალი პროდუქციის ფართო ნუსხა წარადგინა, რომელიც არაერთ ინოვაციურ პროდუქტს აერთიანებს. ამ სტატიაში სწორედ Acer-ის ახალ პროდუქტებზე ვისაუბრებთ.

Nitro Blaze 7– Acer-ის მიერ შექმნილი პირველი ხელში დასაჭერი კომპიუტერი

პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი პორტატიული გეიმინგ მოწყობილობების ბაზარზე Acer-მა ახალი Nitro Blaze 7-ის წარდგენით გადადგა, რომელიც კომპანიის მიერ შექმნილი პირველი ხელში დასაჭერი კომპიუტერია. ეს კომპაქტური და საკმაოდ მძლავრი მოწყობილობა აგებულია AMD Ryzen 7-ის სერიის პროცესორზე და ის გაუმჯობესებულია Ryzen AI ტექნოლოგიით. Nitro Blaze 7 გათვლილია იმ გეიმერებზე, რომლებიც მოქნილობასთან ერთად, წარმადობას და უმაღლეს რეზოლუციას მოითხოვენ. მოწყობილობას გააჩნია 7-დიუმიანი სენსორული ეკრანი, 144 Hz განახლების სიხშირითა და AMD FreeSync Premium ტექნოლოგიით, რაც უზრუნველყოფს ხარისხიან ვიზუალურ გამოცდილებას ნებისმიერ ადგილას და ვითარებაში.

პროგრამულ უზრუნველყოფას რაც შეეხება, Nitro Blaze 7 მუშაობს Windows 11-ის ოპერაციულ სისტემაზე და მასში ჩაშენებულია Acer Game Space აპლიკაცია, რომელიც სხვადასხვა საჭირო ფუნქციონალს აერთიანებს.

Predator Orion 7000 და Nitro V – უმძლავრესი კომპიუტერების ახალი ხაზი

წელს Acer-მა ასევე მნიშვნელოვნად გააფართოვა გეიმინგ კომპიუტერების ხაზი ახალი Predator Orion 7000-ის სერიის პერსონალური კომპიუტერისა და ახალი Nitro V-ის სერიის ლეპტოპების წარდგენით.

უშუალოდ Predator Orion 7000-ს რაც შეეხება, ეს არის მაღალი წარმადობის დესკტოპ კომპიუტერი, რომელიც აღჭურვილია Intel-ის უახლესი თაობის პროცესორებითა და NVIDIA GeForce RTX 4090-ის სერიის გრაფიკული ბარათებით, რაც უზრუნველყოფს შეუდარებელ წარმადობასა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გაუმჯობესებულ გრაფიკას. მისი ინოვაციური გაგრილების სისტემა, რომელიც სითხოვან არქიტექტურას ეყრდნობა, ყველაზე რთული და ხანგრძლივი დავალებების შესრულების პროცესშიც კი ტემპერატურის ოპტიმალურ კონტროლს უზრუნველყოფს. Orion 7000 შექმნილია იმ გეიმერებისთვის, რომელთაც შეუდარებელი PC-გამოცდილების მიღება სურთ.

ცხადია, Acer-ს სიახლეები პორტატიული კომპიუტერების მომხმარებლებისთვისაც აქვს - კომპანიამ ამჯერად Nitro V 14 და Nitro V 16 სერიის უახლესი ლეპტოპები წარადგინა.

Nitro V 14 შედარებით კომპაქტური კორპუსით, თანამედროვე დიზაინით, AMD Ryzen 8040 სერიის პროცესორებითა და RTX 4050 GPU-ით გამოირჩევა. მისი 14.5-დიუმიანი ეკრანი, რომელსაც 120 Hz-ის განახლების სიხშირე აქვს, ზედგამოჭრილია ისეთი მომხმარებლებისთვის, რომლებიც ხშირად გადაადგილდებიან და მძლავრი ლეპტოპის ქონას ისურვებენ.

მეორე მხრივ, Nitro V 16-ს აქვს შედარებით დიდი, 16-დიუმიანი, 180 Hz-იანი ეკრანი და Intel Core-ის მე-14 თაობის პროცესორები, რაც უზრუნველყოფს მაღალ გარჩევადობასა და ძლიერ წარმადობას როგორც გეიმინგის, ასევე მულტიმედიური აპლიკაციებისა და პროფესიონალური პროგრამების გამოყენების პროცესში.

ხელოვნური ინტელექტის ძალის გამოყენება Acer-ის პროდუქტებში

AI-რევოლუციის ფონზე, Acer-ის უახლეს კომპიუტერებში შეხვდებით NVIDIA ADA Lovelace-ის არქიტექტურაზე აგებულ GPU-ებს, რომელთაც გამორჩეული ტექნიკური შესაძლებლობები აქვთ. AI-ის დახმარებით 600-მდე ვიდეოთამაში და აპლიკაცია ხელოვნურადაა აჩქარებული და გაუმჯობესებული. აღნიშნული ტექნოლოგია თამაშებს კიდევ უფრო ლამაზს, შთამბეჭდავსა და რეალისტურს ხდის, გაუმჯობესებული გამოსახულებით ტკბობა კი Acer-ის მაღალი გარჩევადობის ეკრანზე განსაკუთრებით სასიამოვნოა.

გარდა ამისა, Acer-ის უახლეს კომპიუტერებში შეხვდებით Microsoft Copilot-ს, რომელიც Windows 11-შია ხელმისაწვდომია და ის ყოველდღიურ AI-ასისტენტს წარმოადგენს, რაც პროდუქტიულობის გაზრდაში დაგეხმარებათ.

ასევე, Acer-ის პროდუქტებში AI-ის პოტენციალი მაქსიმალურად გამოიყენება სტრიმინგისა და ვიდეოჩატის დროსაც. Acer PurifiedView და Acer PurifiedVoice ფუნქციონალი AI-ის დახმარებით გამოსახულების და ხმის გაუმჯობესების საშუალებას გაძლევთ, რაც ონალინ შეხვედრების ხარისხს მნიშვნელოვნად ზრდის.

ახალი მონიტორები

კომპიუტერებთან ერთად, ბერლინში გამართულ კონფერენციაზე Acer-მა ახალი თაობის გეიმინგ მონიტორები და სმარტ ეკრანები წარადგინა.

ახალი Nitro UltraSpeed მონიტორები განკუთვნილია იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც საუკეთესო გამოცდილების მიღება სურთ. ახალი თაობის მონიტორები ხელმისაწვდომია როგორც 24-დიუმიანი, ასევე 27-დიუმიანი ზომებით, რომელთა განახლების სიხშირე 600 Hz-ს აღწევს.

ამ მონიტორებს უკიდურესად სწრაფი რეაგირების დრო გააჩნიათ, რაც შეუდარებელ გეიმინგ გამოცდილებას უზრუნველყოფს. მაგალითად, Nitro XV240 F6 გთავაზობთ VESA DisplayHDR 400 სერტიფიკატს, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ გეიმინგ ეკრანად აქცევს ბაზარზე.

გეიმინგ მონიტორების გარდა, Acer-მა ასევე წარადგინა Acer CS322QK და Nitro GS272U სმარტ მონიტორები, ორივე მათგანს აქვს ჩაშენებული WebOS სისტემა, რაც მათ მრავალმხრივ გამოყენებას უზრუნველყოფს.

Acer-ის შესახებ

1976 წელს დაარსებული კომპანია ერთ-ერთი გლობალური ლიდერია კომპიუტერული ტექნიკის წარმოების ბაზარზე და ის 160-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. Acer-ის სამოდელო რიგი ნებისმიერ სეგმენტზე გათვლილ პროდუქტს აერთიანებს. Acer-ის უახლესი პროდუქტების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და მედიასაშუალებებით სარგებლობისთვის, ეწვიეთ Acer-ის მედია ცენტრს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები