მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაფერი, რაც Georgian Startup Summit-ზე დაგხვდება

1200x628
16.08.24 14:21
2472
სტატიაში საუბარია:

სტარტაპების მიმართულებით საქართველო რეგიონის წამყვანი ქვეყანაა, რაზედაც ის არაერთი გლობალური ღონისძიება მიუთითებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში წლიდან წლამდე იმართება. “საქართველოს სტარტაპ სამიტი” ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა რომელსაც წელს ბათუმი მასპინძლობს – ქალაქი, სადაც აგვისტოში გლობალური გამოცდილების მქონე ვენჩურული კაპიტალისტები, ანგელოზი ინვესტორები, სტარტაპერები და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები შეიკრიბებიან.

“საქართველოს სტარტაპ სამიტის” მნიშვნელობას ისიც ადასტურებს, რომ ის “სტარტაპების მსოფლიო თასის” ეროვნული შეჯიბრების მასპინძელია – კონკურსის, რომელიც სილიკონის ველზე დაფუძნებული ვენჩურული ფონდის, Pegasus Tech Ventures-ის ჩართულობით იმართება. ოქტომბერში, ეროვნული შეჯიბრების გამარჯვებული სტარტაპის დამფუძნებლები ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან, სადაც კვალიფიციური აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარდგებიან, გლობალური კორპორაციების ხელმძღვანელებს შეხვდებიან და $1-მილიონიანი ინვესტიციისთვის იბრძოლებენ.

ორი წლის წინ, “სტარტაპების მსოფლიო თასის” ეროვნული შეჯიბრებაში Theneo-მ გაიმარჯვა, რომელმაც სილიკონის ველზე მიღებული გამოცდილებით Web Summit-ის სტარტაპ-კონკურსში გაიმარჯვა და გლობალური აღიარება მოიპოვა, ხოლო შარშან, საქართველოს სახელით კონკურსში Artisio მონაწილეობდა, რომელიც ფინალში გავიდა და ჩვენს ქვეყანას სახელი გლობალურ არენაზე გაუთქვა. გამორიცხული არ არის, ეროვნული შეჯიბრების შედეგად წელს შერჩეული სტარტაპი “სტარტაპების მსოფლიო თასის” გამარჯვებული გახდეს.

თუმცა “საქართველოს სტარტაპ სამიტი” გაცილებით მეტია, ვიდრე კონფერენცია ან შეჯიბრება, რადგან ბოლო წლებში, ის ბათუმის და ზოგადად საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების საყრდენი გახდა. წლევანდელი “საქართველოს სტარტაპ სამიტი” 20-21 აგვისტოს, საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით და Startup Connect-ის ორგანიზებით გაიმართება, რა დროსაც აჭარის დედაქალაქში “სტარტაპ ექსპრესით” ჩასულ 300-მდე სტუმარს ელოდება, როგორც ექსპერტების მოხსენებები და პანელური დისკუსიები, ასევე სტარტაპების შეჯიბრება და გამოფენა. დღის წესრიგში არაერთი არაფორმალური ღონისძიებაც არის გათვალისწინებული.

წლევანდელი “საქართველოს სტარტაპ სამიტისთვის” და “სტარტაპების მსოფლიო თასის” ეროვნული შეჯიბრებისთვის ბათუმში მსოფლიოს წამყვანი ვენჩურული ფონდების წარმომადგენელი ინვესტორები ეწვევიან. სპიკერები კი სხვა თემებთან ერთად, ფინტექ-კომპანიებში, საზღვაო ტექნოლოგიებში და განვითარებად ქვეყნებში ინვესტირებაზე ისაუბრებენ და თან, შეჯიბრებაში მონაწილე სტარტაპებსაც შეაფასებენ.

“საქართველოს სტარტაპ სამიტი” მნიშვნელოვანია, როგორც უშუალოდ სტარტაპებისთვის, რომლებიც ახალ კავშირებს ამყარებენ და ინვესტორებისგან პროდუქტის შესახებ უკუკავშირს იღებენ, რაც მოტივაციის გაზრდაში და იმპულსის შენარჩუნებაში ეხმარებათ, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის, რომელიც წლებთან ერთად გლობალური სტარტაპ-ეკოსისტემების რუკაზე უფრო და უფრო დიდ და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარ შეიძინოთ ბილეთები ბმულის საშუალებით

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები