მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაფერი, რაც „მეტროპოლ ლისს“ გამორჩეულ პროექტად აქცევს

მეტროპოლ ლისი
19.05.26 13:24
126

თანამედროვე ურბანული ცხოვრების ტემპთან ერთად, სულ უფრო იზრდება მოთხოვნა ისეთ საცხოვრებელ გარემოზე, რომელიც ერთდროულად აერთიანებს სიმშვიდეს, ეკოლოგიურად სუფთა ლოკაციასა და ქალაქთან სიახლოვეს. სწორედ ამ მოთხოვნას ჰპასუხობს „მეტროპოლ ლისი“ - პროექტი, სადაც მხოლოდ მცხოვრებლებისთვის განკუთვნილი კერძო რეკრეაციული სივრცე, მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურადა ქალაქის შთამბეჭდავი ხედები ცხოვრების გამორჩეულ გამოცდილებას ქმნის.

“მეტროპოლ ლისის” მთავარი უპირატესობები

ლოკაცია

„მეტროპოლ ლისის“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი ლოკაციაა. პროექტი მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ქალაქის ცენტრიდან მხოლოდ 10 წუთის სავალზე. იდეალური არჩევანია ადამიანებისთვის, ვისაც მშვიდ, დაბალანსებულ გარემოში ცხოვრება სურს, თუმცა მათთვის ქალაქის ცენტრალურ უბნებთან სიახლოვეც მნიშვნელოვანია. მდებარეობის კიდევ ერთი უპირატესობაა განვითარებული ინფრასტრუქტურა - ახლომდებარე სკოლები, ბაღები, სპორტული და რეკრეაციული სივრცეები.

ასევე, აღსანიშნია, რომ პროექტი აღჭურვილია სრულყოფილი, თანამედროვე, ჭკვიანი სისტემებით რაც მცხოვრებლებს დამატებით კომფორტს უქმნის. ეს კომბინაცია „მეტროპოლ ლისს“ აქცევს ადგილად, სადაც ქალაქის დინამიკა და ბუნების სიმშვიდე სრულ ჰარმონიაშია.

მიწის ნაკვეთები 600კვ.მ - იდან

ექსკლუზიურად „მეტროპოლში“ ლისის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების შეძენა 600 კვ.მ-დან არის შესაძლებელი. აღნიშნული ფართობი ბაზარზე განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს, ვინაიდან, ოპტიმალურია როგორც კერძო საცხოვრებელი სახლის განთავსებისთვის, ისე შემდგომი რეალიზაციისთვის.

პროექტის საინვესტიციო მიმზიდველობას დამატებით ხაზს უსვამს ფასის ზრდის დინამიკა. ამ ეტაპზე მიწის ნაკვეთების ღირებულება 180 დოლარიდან იწყება, მაშინ როცა ერთი წლის წინ კვადრატული მეტრის ფასი 159 დოლარს შეადგენდა. პროგნოზის მიხედვით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ფასი 225 დოლარამდე გაიზრდება, რაც მინიმუმ 15%-იან წლიურ ზრდას გულისხმობს და ინვესტიციის უსაფრთხოებასა და მომგებიანობას უსვამს ხაზს.

აღსანიშნავია, რომ მიწების 40% უკვე გაყიდულია, რაც მომხმარებელთა მაღალ ინტერესსა და პროექტის მიმართ ნდობას ადასტურებს.

არქიტექტურული პროექტი საჩუქრად

მიწის ნაკვეთის შეძენისას „მეტროპოლი“ მობინადრეს საჩუქრად გადასცემს კერძო სახლის 5 პროექტიდან ერთ-ერთს, რომელსაც თავად შეარჩევს თავისი გემოვნებისა და ცხოვრების სტილის მიხედვით.

„მეტროპოლ ლისი“ - სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე.

„მეტროპოლ ლისი“ 70-მდე მიწის ნაკვეთს აერთიანებს და ქმნის სრულ ეკოსისტემას, სადაც თანამედროვე ცხოვრების ყველა ელემენტი ბუნებასთან ჰარმონიულადაა შერწყმული. კონცეფციაში გათვალისწინებულია კეთილმოწყობილი გარემო, რომელიც გაჯერებულია უახლესი ავტომატიზაციისა და ჭკვიანი სახლის სისტემებით: უსაფრთხოების სერვისები, ნომრის ამომცნობი სისტემა, ელექტრონული ავტომობილის სამუხტი, ჭკვიანი საპარკინგე ბარიერი. აღნიშნული სისტემები უზრუნველყოფს უსაფრთხო, მშვიდ და დაბალანსებულ ცხოვრებას.

პროექტის ფარგლებში გამოყოფილია 3,600 ² ფართობი საერთო ფუნქციური ზონისთვის. ინფრასტრუქტურა ერთი მხრივ, იდეალურად იქნება მორგებული მობინადრეების საჭიროებებზე და მეორე მხრივ, ლისის ტერიტორიის ლანდშაფტზე და მოიცავს ისეთ სივრცეებს, როგორიცაა: პადელის მოედანი, ღია კინოთეატრი, საბავშვო მოედანი, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, სავარჯიშო სივრცეები, მოსასვენებელი პავილიონი, ველობილიკები, დეკორაციული გამწვანება და სასმელი წყლის შადრევნები. პროექტის ფარგლებში დამატებით დაირგვება ხე-მცენარეები, რომლებიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს კომპლექსის მიკროკლიმატს.

შექმენი ჯანსაღი გარემო საკუთარი თავისა და ოჯახისთვის, იცხოვრე ჰარმონიასა და სიმშვიდეში, ზაფხულში კი, როცა დედაქალაქში ტემპერატურა პიკს აღწევს, გაატარე გრილი და სასიამოვნო საღამოები საყვარელ ადამიანებთან ერთად.

________

დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. „მეტროპოლი“ გთავაზობთ ყველა ტიპის საცხოვრებელ, საინვესტიციო და სუბურბანულ უძრავ ქონებას და მომხმარებლებზე მორგებულ გადაწყვეტებს უკეთესი ცხოვრებისთვის. კომპანიის პორტფელში უკვე 1 დასრულებული, 7 მიმდინარე და 4 დაგეგმილი პროექტია. თბილისში დასრულდა საცხოვრებელი კომპლექსი „მეტროპოლ ბაგები“, ამჟამად პროექტების – „მეტროპოლ ქავთარაძისა“ და „მეტროპოლ ორთაჭალის“, ასევე, სუბურბანული პროექტების – „მეტროპოლ ლისისა“ და „მეტროპოლ შინდისის“ მშენებლობა მიმდინარეობს.

დაგვიკავშირდით: +995 571 88 99 99 | www.metropol.ge

აყიდვების ოფისები: დ.გულიას 4 | ალ.ყაზბეგის 15

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები