ჯეიმს ბონდის ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება. ლეგენდარული 007-ის როლს რობერტ პატინსონი შეასრულებს. „ბინდის“, „ბეტმენისა“ და „დიუნის“ ვარსკვლავმა კონკურენცია ცნობილ მსახიობებს გაუწია და Amazon MGM-ის არჩევანი სწორედ მასზე შეჩერდა. ამ გადაწყვეტილებით პროდიუსერებმა ბონდის შერჩევის დამკვიდრებულ ტრადიციასაც გადაუხვიეს და ფრანჩაიზისთვის ახალი სტრატეგია აირჩიეს.
ახლა მთავარი გამოწვევა წინ არის - როგორ მოერგება პატინსონი პერსონაჟს, რომელსაც დენიელ კრეიგის შემდეგ სრულიად ახალი სიცოცხლე უნდა შესძინოს? ბონდის ახალი თავგადასავალი ჯერ კიდევ მზადების პროცესშია, თუმცა მას უკვე დიდი მოლოდინი ახლავს - კრეიგის მონაწილეობით გადაღებულმა ბოლო სამმა ფილმმა მსოფლიო კინოგაქირავებაში 3 მილიარდ-ნახევარზე მეტი დოლარი გამოიმუშავა. შეძლებს თუ არა პატინსონი ამ წარმატების გაგრძელებას და როგორი იქნება 007 Amazon MGM-ის ეპოქაში?






























