მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ტურისტი არა ერთი დღით, არამედ მთელი კვირით დარჩეს - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე

ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე

DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე, ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე აცხადებს, რომ უკვე დროა, საქართველოში მოქმედმა ტურისტულმა კომპანიებმა ტურისტებს FULL-პაკეტები შესთავაზონ.

მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ჩამოსვლის მსურველ ტურისტს არ უნდა სჭირდებოდეს ფიქრი და ძიება სად წავიდეს, რა დაუჯდება განთავსება და ა.შ. ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა მეტი ყურადღება გამახვილდეს ეკოტურიზმზე.

“ტურიზმს რაც შეეხება, საქართველოში ტურიზმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა. ჩვენ დიდი ქარხნები არ გვაქვს ისე, როგორც მეზობელ ქვეყნებს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია კადრების კვალიფიკაცია. საქართველო ძალიან ბევრს აკეთებს რეგიონში რეკლამისთვის. ჩვენ ბევრს დავდივართ გამოფენებზე, რეკლამები გადის ბევრი, რა თქმა უნდა არის ხარვეზები, ამაზე ყველა შეხვედრაზე მუშაობენ და საუბრობენ.

რაც შეეხება ტურიზმს, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ეკოტურიზმს. თურქეთი მეზობელი ქვეყანაა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ როცა თურქი ტურისტი ჩამოვა, არ დარჩეს ერთი ან ორი დღე. უნდა დარჩეს ერთი კვირით - ასეთი პაკეტი უნდა შევთავაზოთ. როცა ტურისტი ჩამოვა ბათუმში, უნდა ნახოს იმერეთი, სამეგრელო, ზემო აჭარა და ა.შ. ჩვენ უნდა შევთავაზოთ ეკოტურიზმის პაკეტი. არ უნდა იყოს თამაშის ტურიზმი. საოჯახო ტურისტები უნდა ჩამოვიყვანოთ, რომ ამან სოფლებში გააჩინოს მეტი ტურისტი და შესაბამისად, შემოსავალი. თურქეთის მიმართულებით უკვე დაიწყო გაპიარება, მაგრამ საჭიროა მეტის გაკეთება. უფრო მეტი ტურისტი შეიძლება შემოვიდეს საქართველოში”, - განაცხადა ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები