„ყველაფერს გავაკეთებს იმისათვის, რომ არცერთი პროექტი, სადაც მე და მამუკა ვმონაწილოებთ, არ შეფერხდეს“-ამის შესახებ თიბისი ჯგუფის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც მას და მამუკა ხაზარაძეს ბრალის დადგენილება ოფიციალურად წარუდგინეს.
როგორც ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, მათი მხრიდან გადადგმული იქნება ყველა ის ნაბიჯი, რომელიც უზრუნველყოფს მათი პროექტების შეუფერხებელ ფუნქციონირებას და ამავდროულად დაამშვიდებს ბანკის აქციონერებს.
„ეს დევნა გრძელდება წელიწადია. სამწუხაროდ ეს არის ჩემი და მამუკას მიმართ პირადი დევნის გაგრძელება. ეს აყენებს უზარმაზარ ზიანს ქვეყანას, რა თქმა უნად აყენებს ზიანს იმ პროექტებს, რომელშიც ჩვენ ვართ.
ყველაფერს გავაკეთებს იმისათვის, რომ არცერთი პროექტი, სადაც მე და მამუკა ვმონაწილოებთ, არ შეფერხდეს, არანაირი პრობლემა არცერთ მათგანს არ შეეხოს და არ შეაფერხოს მათი განხორციელება.
ჩვენ ახლა განვიხილავთ ყველა საჭირო ზომას, მათ შორის იმისათვის, რომ ბანკის აქციონერები იყვნენ მშვიდად, რომ ბანკს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ნამდვილად არ ემუქრება.
ყოველი ასეთი ბრიფინგი, რომელიც ტარდება იწვევს აფორიაქებას მთელს საინვესტიციო სამყაროში და ჩვენ შევეცდებით დავამშვიდოთ საინვესტიციო სამყარო, რომ არანაირი საფრთხე არცერთ ინსტიტუტს, სადაც ჩვენ ვართ, არ ემუქრება.
ჩვენ განვიხილავთ, ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც უზრუნვეყოფს ამ ინსტიტუტების და ამ პროექტების შეუფერხებელ ფუნქციონირებას და განვითარებას“-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

























