მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ადამიანებს სამსახურები შევუნაჩუნოთ - შალვა ალავერდაშვილი

5e6b7977a5e7e
ვიქტორია მღებრიშვილი
13.03.20 21:20
1119
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ადამიანებს სამსახურები შევუნაჩუნოთ, - ამის შესახებ BM.GE-ის სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელმა შალვა ალავერდაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ძალიან დიდი სტიმულია კერძო ბიზნესისთვის ის გადაწყვეტილებები, რომელიც დღეს საქართველოს პრემიერმა და ასევე ბანკებმა გააჟღერეს.

„ეს ძალიან დიდი სტიმული იყო სასტუმროებისთვის და არ ვიცი ახლა ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ეს ძალიან დიდი სტიმულია იმისთვის, რომ ადამიანებმა სამსახურები არ დაკარგონ.

როდესაც ჩვენ თხოვნით მივმართეთ ეკონომიკის მინისტრს, ჩვენს უპირველეს საზრუნავს სასტუმროებში დასაქმებული პერსონალისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნება იყო, შესაბამისად მაქსიმალურად ვეცდებით რომ ადამიანებს სამსახურები შევუნაჩუნოთ“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, მთავრობა 6 თვის განმავლობაში სასტუმროების სესხებზე პროცენტს თავად გადაიხდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები