მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ "ანაკლიის კონსორციუმს" გვერდით დავუდგეთ"

5d53cd6790fb5
BM.GE
14.08.19 12:50
653

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ანაკლიის კონსორციუმი ჩაეტევა ვადაში. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ გვერდით დავუდგეთ,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ანაკლიის განვითრების კონსორციუმის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც მინისტრი აცხადებს, აქვს იმედი, რომ კონსორციუმი ვალდებულებებს შეასრულებს.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ანაკლიის კონსორციუმი ჩაეტევა ვადაში. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გვერდში დავუდგეთ მათ და გვაქვს მოლოდინი, რომ ისინი შეასრულებენ თავის ვალდებულებას. მოდით, დაველოდოთ და ნუ გავასწრებთ მოვლენებს. პროექტი ჩვენთვს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენ დიდი მოთმინებით ველოდებით კონსორციუმის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას,“ - აცხადებს თურნავა.

შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებს შორის ანაკლიის პორტის სესხის პირობებზე შეთანხმება მიმდინარე წლის 15 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

 

წყარო:ipn.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები