საფინანსო ზედამხედველობას კვლავ ეროვნული ბანკი განახორციელებს - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა "ბიზნესკონტაქტის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საკითხი ამოწურული და შეთანხმებულია.
"მე ვთვლი, რომ ეს საკითხი ამოწურულია და ამ წუთში ჩვენ ყველანი ვართ შეთანხმებულები, რომ ფინანსური ზედამხედველობა დარჩება ეროვნულ ბანკში", - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ბანკს საფინანსო ზედამხედველობის სამსახური გასულ წელს გამოეყო. საქმე ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.

























