განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მზად არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვედს. როგორც მინისტრმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, პრობლემა მოგვარებადია და "ის აუცილებლად მოგვარდება“.
"ინტერესები უნივერსიტეტის პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, აქვს კონსტრუქციული და პოზიტიური. ყველა მათგანს, ჩვენც და ყველას უნდა რომ უნივერსიტეტი გახდეს უფრო ძლიერი და გამჭვირვალე. ეს პრობლემა ნამდვილად მოგვარებადია და დარწმუნებული ვარ ეს პრობლემა მოგვარდება. რაც შეეხება კონკრეტულ ნაბიჯებს, თუ შეხვედრა იქნება საჭირო ნამდვილად შევხვდები და მე ვფიქრობ რომ ეს იქნება საჭირო რაღაც ეტაპზე", - განაცხადა მინისტრმა.

























