მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ყველას მიზანი უნდა იყოს, რომ ხაზარაძის და ჯაფარიძის მიმართ კითხვებმა არ იქონიონ გავლენა TBC-ზე"

5c65c7f55f38d
თელარა გელანტია
14.02.19 23:51
1236
"ეროვნული ბანკი ასევე, თიბისი ბანკის მენეჯმენტი აფიქსირებს, რომ აღნიშნული გარემოება არ იმოქმედებს თიბისი ბანკის განვითარებაზე და სტრატეგიაზე. სწორედ ესაა ყველაზე მთავარი - ბანკის აქციონერების მიმართ გაჩენილმა კითხვებმა არ დააზარალოს ფინანსური ინსტიტუტი. ვფიქრობ, ყველა მხარის მიზანი უნდა იყოს, რომ ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის მიმართ კითხვებმა არ მაოხდინონ გავლენა ბანკის საქმიანობაზე.“- ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი ეროვნული ბანკის მოთხოვნას ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის გაწვევის შესახებ.

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით იმისათვის, რომ პროცესის გარშემო არ არსებობდეს ბუნდოვანება მამუკა ხაზარაძის განცხადებას მის მიმართ მიზანმიმართული კამპანიის
შესახებ გამოძიებამ უნდა გასცეს არგუმენტირებული და დასაბუთებული პასუხი.

"დღევანდელი ინფორმაციიის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის აქციების ფასი შეიცვალა, სწორედ ამიტომ პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. შექმნილი ვითარების მიმართ ბუნდოვანების საფუძველი არ არსებობდეს და ინვესტორებს არასწორი მოლოდინები არ შეექმნათ.“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ვინაიდან საუბარია ქვეყნის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტზე თითოეული განცხადება და პოლიტიკური ინტერპრეტაცია შესაძლოა დამაზიანებელი იყოს არა მხოლოდ თიბისი ბანკისთვის, არამედ მთლიანად საფინანსო სექტორისთვის.

"უნდა გვესმოდეს რომ საფინანსო სექტორში მნიშვნელოვანი ფაქტორია მოლოდინები და ვერსიების ინტერპრეტაციებით არ უნდა შევქმნათ ბანკის გარშემო ისეთი მოლოდინი, რომელიც თავად ინსტიტუტს მიაყენებს ზიანს.“ - ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები