მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ.. დღეს უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწა არ დარეგისტრირებულა"

5c0ea63ca8891
თელარა გელანტია
10.12.18 21:45
1289
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, „დღეს, მთელი საქართველოს მასშტაბით, არც ერთი უცხოელის სახელზე სასოფლო-სამეუნეო მიწა არ დარეგისტირებულა“.

მინისტრი დღეს იუსტიციის სახლთან გამართულ აქციას გამოეხმაურა, სადაც მოქალაქეები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უცხოელებისთვის მიწის მიყიდვაზე გამოცხადებული მორატორიუმის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას აპროტესტებდნენ და იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას მოითხოვდნენ.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, ახალი კონსტიტუცის ამოქმედებამდე დარჩენილ ერთ კვირაში უცხოელებისთვის მიწის მიყიდვა არ იქნას დაშვებული.

მინისტრმა აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„თბილისის იუსტიციის სახლში ყოველდღიურად მოდის 10 ათასამდე ადამიანი, ზოგს პასპორტი აქვს ასაღები, რადგან რამდენიმე საათში ფრენა აქვს, ზოგს კიდევ გარდაცვალების რეგისტრაცია ეჩქარება, ზოგს სამშობიაროში მეუღლესთან უნდა რომ მიბრუნდეს და დაბადების მოწმობა წაიღოს; სხვა ბევრი ტრანზაქცია ტარდება დღის განმავლობაში. სამწუხაროდ, ასეთ ადამიანებს დღეს საპროტესტო აქციამ ხელი შეუშალა, რომ მიეღოთ ის მომსახურება, რომელსაც ჩვეულებრივ ღებულობენ ხოლმე. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ხვალიდან მომსახურება განახლდება და არ იქნება თბილისის იუსტიციის სახლის შესასვლელი ბლოკირებული. დღეს არცერთი უცხოელის სახელზე სასოფლო-სამეურნეო მიწა არ დარეგისტრირებულა. შესაბამისად, ვნებათაღელვა არის უადგილო, არ არის საჭირო ღია კარის მტვრევა და მით უმეტეს რიგითი მოქალაქეებისთვის ხელის შეხლა. მინდა ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდო. ვიმეორებ დღეს არცერთი უცხოელის სახელზე სასოფლო-სამეუნეო მიწა არ დარეგისტირებულა მთელი საქართველოს მასშტაბით ანუ დღეს როდესაც იყო მოსაზრება და ეჭვი, რომ თითქოს მთავრობამ განიზრახა, რომ 5 დღეში მოასწროს რეგისტრაცია, ეს ეჭვი უსაფუძვლოა, უფრო მეტსაც ვიტყვი, შეურაცხმყოფელია”, - განაცხადა მინისტრმა.

bm.ge-ის კითხვას - იმ შემთხვევაში თუ უცხოელს ექნება სურვილი, საკუთრებაში დაირეგისტრიროს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, შესაძლოა, რომ იუსტიციის სამინისტრომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ხელოვნური ბარიერები შეუქმნას, მინისტრმა შემდეგი პასუხი გასცა: 

"თუ იქნება, მოთხოვნა, ჩვენ ამაზე შევხვდებით და ვისაუბროთ. მე გეუბნებით დღევანდელი დღის შედეგს", - აღნიშნა წულუკიანმა.  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები