მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველას პასუხისმგებლობაა ვიხსნათ უდანაშაულო ადამიანები და ვიხსნათ სამშობლო" - Royal house international real estate in georgia

Royal house international real estate in georgia

კომპანია Royal house international real estate in georgia მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

მათი თქმით, წარმოუდგენელია ასეთ სიტუაციაში სამუშაო მუშაობა. მაშინ, როდესაც ადამიანები, რომლებიც მათ უფლებებს უნდა იცავდნენ, დამნაშავეებად იქცნენ და ადამიანებს სამშობლოს სიყვარულისთვის ციხეში უშვებენ.

"ძალიან გვინდა ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დავუბრუნდეთ , მაგრამ ვერ ვახერხებთ, ვერაფერზე ვერ ხდება კონცენტრაცია მიმდინარე მოვლენების გარდა ... ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდით, რომ იმ სოციუმში სადაც ვცხოვრობთ, ვმუშაობთ და ვარსებობთ, ჩვენს ირგვლივ ჩვენთან ახლოს ასეთი დაუნდობელი, დამნაშავე ადამიანები ცხოვრობდნენ ...

ის ბიჭები რომლებიც ახლა ლექციაზე უნდა ისხდნენ და განათლებას იღებდნენ, ციხეში გაუშვეს სამშობლოს სიყვარულისთვის, ის ექიმებიც პაციენტებს რომ უნდა ემსახურებოდნენ... მწერლები, პოეტები, ჟურნალისტები , უამრავი ადამიანი .... ათასი შეთითხნილი ბრალდებით. სამაგიეროდ მშვიდად დათარეშობს ქუჩაში ისინი, ვინც კინაღამ კისერი მოტეხა ჟურნალისტ ქალს, ვინც ფეხებით შედგა თავზე ახალგაზრდა ბიჭს და ვის ჰქონდა გარანტია ფატალურად არ დასრულდებოდა ეს? ისინი ვინც დაუნდობლად უსწორდებოდნენ აქციის მონაწილეებს ... ეს არის სამართალი? ასეთი სახელმწიფო ვაშენეთ? ასეთ ქვეყანაში გვსურდა ცხოვრება? ისინი, ვინც ჩვენს უფლებებს უნდა იცავდნენ იქცნენ დამნაშავეებად...

ძალიან რთულია ასეთ დროს იყო პროდუქტიული შენს საქმეში და აკეთო ის რაც გევალება. ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგაა ჩუმად, მიკვირს ძალიან ... ახლა ყველას პასუხისმგებლობაა ვიხსნათ უდანაშაულო ადამიანები და ვიხსნათ სამშობლო. არ შეიძლება ასეთ დროს იფიქრო რამეზე სამშობლოს გარდა.

გისურვებთ მშვიდობას და გამარჯვებას!", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები