Michter’s მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემის – Drinks International-ის მიერ დასახელდა ნომერ პირველ ვისკად. მან მოიპოვა „World's Most Admired Whiskey“-ის ტიტული. Drinks International გლობალური გამოცემაა — ავტორიტეტული წყარო ალკოჰოლური სასმელების ბაზრის სიახლეებისა და მიმოხილვებისთვის.
პრესტიჟულ ტიტულს სასმელს ყოველწლიურად არაერთი ქვეყნის პროფესიონალი ბარმენი, სომელიე და ინდუსტრიის ექსპერტი ანიჭებს. უფრო მეტიც, Michter’s-მა ეს სტატუსი ზედიზედ ორი წლის განმავლობაში #1 პოზიციით მოიპოვა, რაც გამონაკლისი წარმატებაა ვისკის სამყაროში.
Top Trending ამერიკული ვისკი, უკვე 7 წელია
ბარების ტრენდული ბრენდების ყოველწლიურ ანგარიშში Michter’s უკვე მეშვიდე წელია Top Trending American Whiskey-ის სტატუსს ინარჩუნებს. ეს ნიშნავს, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარულია ბარმენებისა და მომხმარებლების თვალში.

ვისკი, რომელიც ამერიკის სახელმწიფოზე ძველია
მიქტერსის დისტილერია, ძველი დასახელებით Shenk’s Distillery, 1753 წელს პენსილვანიაში დაფუძნდა — ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამერიკა ბრიტანეთის კოლონია იყო, არ ჰქონდა ოფიციალური დროშა და არც შეერთებული შტატები არსებობდა. ამერიკის სახელმწიფო ოფიციალურად (დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიხედვით) 1776 წელს შეიქმნა.
დისტილერიას სახელი მე-20 საუკუნიდან გადაერქვა და დღეს ვისკის სამყაროში Michter’s-ით არის ცნობილი. სათაო შენობა (დისტილერია) კენტუკის შტატში, ლუისვილში, Fort Nelson-ის ისტორიულ შენობაში მდებარეობს.

Michter’s-ზე საუბრისას ავტომატურად ამერიკის ვისკის ისტორიის მოკლე მიმოხილვა გამოგვდის. ისტორიულ ღირებულებებთან ერთად, თანამედროვე მიქტერსი კიდევ უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ პირველი ამერიკული ვისკის კომპანია.
ყველაზე ძვირადღირებული საკოლექციო რელიზები.
ბოლო წლებში მიქტერსი კოლექციონერების საყვარელ ვისკადაც იქცა. რამდენიმე ცნობილ აუქციონზე 25 წლიანი ვერსიები რეკორდულ თანხებად გაიყიდა.
გიზიარებთ რამდენიმე მათგანს:
1) Michter’s 25 year old Single Barrel rye
აუქციონზე გაყიდული ფასი: 27,016 $
Whisky Auctioneer, შოტლანდია - 2023 წლის თებერვალი
2012 წელს შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 1,050 ბოთლით, გამოშვებული Michter’s-ის ადრეული Single Barrel ვერსიები დღეს უკვე აუქციონების ყველაზე მოთხოვნად და ძვირადღირებულ გამოშვებებად ითვლება.
2) Michter’s 25 year old Single Barrel bourbon
აუქციონზე გაყიდული ფასი: 20,000 $
Sotheby’s, ნიუ-იორკი - 2023 წლის თებერვალი
ეს იშვიათი ბურბონი 134 ბოთლიდან ერთ-ერთია, ჩამოსხმული №3784 კასრიდან.
2023 წლის ივნისში Bonhams Skinner-ის აუქციონმა ზუსტად იგივე ფასად გაყიდა Michter’s-ის 20-წლიან Single Barrel ბურბონის ვერსია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ გამოშვების გამორჩეულ საკოლექციო ღირებულებას.

Michter’s Celebration Sour Mash 2025 წლის გამოშვება
თუ მთავარი დისტილერი დენ მაკკი და ოსტატი ანდრეა უილსონი გააგრძელებენ სამწლიან ტრადიციას, 2025 წელს მეხუთე, ლიმიტირებული სერია გამოვა.
მიქტერს ვისკის გემოვნური და გასტრონომიული მახასიათებლების შეფასებას თავად შეძლებთ 4-6 ივლისს ალკორიუმის ფილიალებში: ვაჟა-ფშაველა | ცინცაძე | ერისთავი, ასევე გამრეკელის ვისკის სახლში, სადაც ადგილზე დაგხვდებათ მიქტერსის დეგუსტაცია.
მიქტერსის რელიზების შეძენა ფასდაკლებით შესაძლებელია:
ალკორიუმის ყველა ფილიალში, ასევე ვოლტზე GD Alco-ს მაღაზიაში.

























