მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველაზე აქტიური კომპანიები ქართულ მედიაში

5aa8e81ea2207
BM.GE
14.03.18 13:12
2066
მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე ძალიან ბევრი საშუალება პროდუქციის რეკლამირებისთვის, ტელევიზია მაინც რჩება სარეკლამო აქტივობებისთვის ყველაზე აქტიურ მედიად და კომპანიებიც ცდილობენ ყველაზე რეიტინგულ დროს განათავსონ თავიანთი რეკლამა. IPM კვლევის მიხედვით, 2017 წლის 1 დეკემბრიდან 2018 წლის თებერვლის ბოლომდე სატელევიზიო სარეკლამო ქრონომეტრაჟმა შეადგინა 3 622 076 წამი. გრაფიკზე წარმოდგენილია ტოპ 20 კომპანიის წილები საერთო სატელევიზიო ქრონომეტრაჟიდან.

ყველაზე მეტი სარეკლამო საეთერო დრო აითვისა კომპანია Procter & Gamble-მა - 431 405 წმ, რაც მთელი სარეკლამო დროის 11,9%-ია. კომპანია Procter & Gamble-მა სამი თვის განმავლობაში მოახდინა, რეკლამის 10 კატეგორიაში 12 სახეობის ბრენდის რეკლამირება, რაც საერთო ჯამში ოფიციალური „პრაის ლისტის“ მიხედვით კომპანიას დაუჯდა - 21 469 389 აშშ დოლარი. გრაფიკზე წარმოდგენილია კომპანიის მიერ რეკლამირებული ბრენდების წილები ქრონომეტრაჟის ჭრილში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები