მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე ბედნიერი ქვეყნები - სად არის საქართველო რეიტინგში?

60a7cb29ac298
ნათია თაქთაქიშვილი
22.05.21 00:20
3504
ანალიტიკური პლატფორმა Statista მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ჩამონათვალში წამყვან ადგილებს სკანდინავიის ქვეყნები იკავებენ.

კვლევაში აღნიშნულია, რომ პანდემიის მიუხედავად 2020 წელს ბედნიერების ქულები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და გასული წლების მსგავსად პირველ ადგილს ფინეთი იკავებს, მეორე ადგილზე ისლანდიაა, ხოლო მესამეზე დანია.

მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ჩამონათვალი შემდეგი ინდიკატორების გათვალისწინებით შედგა: მშპ ერთ სულ მოსახლეზე, სოციალური მხარდაჭერა, ჯანსაღი ცხოვრება, თავისუფლება, მასპინძლობა და კორუფციის დონე.

აღსანიშნავია, რომ TOP-10-ში წელსაც ვერ მოხვდნენ ისეთი წამყვანი ქვეყნები, როგორიც აშშ და დიდი ბრიტანეთია. აშშ-მა მე-19 ადგილიდან 14-ზე გადმოინაცვლა, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა მე-14 ადგილიდან 18-ზე. რაც შეეხება საქართველოს, ის 73-ე ადგილზეა, მანამდე კი 81-ე ადგილს იკავებდა.

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:

1. ფინეთი
2. ისლანდია
3. დანია
4. შვეიცარია
5. ნიდერლანდები
6. შვედეთი
7. გერმანია
8. ნორვეგია
9. ახალი ზელანდია
10. ავსტრია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები