140-ზე მეტი ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად ქვეყნდება რეიტინგი, რომელიც ქვეყნებს ბედნიერების მიხედვით ალაგებს. სახელმწიფოების ბედნიერების ინდექსს შემდეგ ინდიკატორებზე დაყრდნობით აფასებენ: ეს არის ცხოვრების ხანგრძლივობა, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, სოციალური მხარდაჭერა, კორუფციის დაბალი მაჩვენებელი, მოსახლეობის ერთმანეთზე ზრუნვისა და გადაწყვეტილების მიღების თავისუფლების მაჩვენებელი. რეიტინგში უკვე მეშვიდე წელია პირველობას არ თმობს ფინეთი - ქვეყანა, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი ყველა კრიტერიუმის გათვალისწინებით უპირობო ლიდერია. რომელი ქვეყანა ბედნიერების ინდექსის ათეულში და რომელ ადგილზეა საქართველო?