2025 წელი გლობალური საავიაციო ინდუსტრიისთვის რეკორდული და, ამავდროულად, სერიოზული გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. ახლო აღმოსავლეთში შექმნილი მწვავე კრიზისის, იძულებით შეცვლილი მარშრუტებისა და საწვავზე გაორმაგებული ფასების მიუხედავად, სფერომ უპრეცედენტო გამძლეობა აჩვენა. საერთაშორისო საავიაციო საბჭოს უახლესი მონაცემებით, პლანეტის ყველაზე დატვირთული აეროპორტის სტატუსს კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები ინარჩუნებს - ატლანტის საერთაშორისო აეროპორტი ერთადერთია მსოფლიოში, რომელმაც წლის განმავლობაში 100-მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა.


































