2018 წლის ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები:
IDFI-ის მიერ ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად იუსტიციის სამინისტროს სისტემა შეფასდა. 2018 წელს იუსტიციის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალ უწყებებს (11 სსიპ-ი) სულ გაეგზავნათ 345 მოთხოვნა, საიდანაც 316 მოთხოვნა უპასუხოდ იქნა დატოვებული. იუსტიციის სამინისტრომ 26 მოთხოვნიდან 25 უპასუხოდ დატოვა და მისმა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელმა მხოლოდ 3.85% შეადგინა.
იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი 7 უწყების გარდა, კიდევ 8 დაწესებულება აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც უპასუხოდ დატოვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ IDFI-ის ყველა განცხადება: ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, სახელმწიფო ხაზინა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია და სხვა.
უწყებები, რომლებმაც 2018 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენეს:
საჯარო სამსახურის ბიურო,
სტატისტიკის ეროვნული სამსახური,
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო,
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო,
გარემოს ეროვნული სააგენტო,
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა,
სურსათის ეროვნული სააგენტო და სხვა.

























