მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე ძვირად გაყიდული სპორტული გუნდები - რეიტინგი

644e148d3631d
მარიამ იზორია
30.04.23 12:20
939
2022 წელს პროფესიონალური სპორტული გუნდების გაყიდვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. გასული წლის შემდეგ, გაყიდვები კვლავ მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ამის მაგალითია ამერიკული ფეხბურთის გუნდის - Washington Commanders-ის სავარაუდო გაყიდვა, რომლის წარმატების შემთხვევაში ეს იქნება ყველაზე ძვირადღირებული გარიგება, კერძოდ, გუნდი 6,05 მილიარდ დოლარად უნდა გაიყიდოს.

visual capitalist-ი იმ გუნდების რეიტინგს აქვეყნებს, რომლებიც 2010 წლის შემდეგ ყველაზე ძვირად გაიყიდნენ.

რეიტინგში ამ ეტაპისთვის სწორედ Washington Commanders ლიდერობს. ვარაუდობენ, რომ გარიგებამ 7 მილიარდ დოლარსაც მიაღწიოს. დენ სნაიდერი, ანუ გუნდის ამჟამინდელი მფლობელი, სპორტის სამყაროში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. მან გუნდი 1999 წელს, 800 მილიონ დოლარად იყიდა და იმ შემთხვევაში, თუ ის გუნდის ნავარაუდებ - 6.05 მილიარდ დოლარად გაყიდვას შეძლებს, ის 650%-ზე მეტ მოგებას ნახავს.

ყველაზე ძვირად გაყიდულ სპორტულ გუნდებს შორის მეორე ადგილს ჩელსის საფეხბურთო გუნდი იკავებს, რომელიც 2022 წელს 5 მილიარდ 300 მილიონ დოლარად გაიყიდა. სიაში ის ერთადერთი არაამერიკული გუნდია. ჩელსი ადრე რუს ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის საკუთრება იყო. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აბრამოვიჩს სანქციები შეეხო და იძულებული გახდა გუნდი გაეყიდა. ჩელსი ტოდ ბოელიმ შეიძინა, რომელიც რეიტინგის მეათე ადგილოსან, ამერიკის ბეისბოლის გუნდს LA Dodgers ფლობს. ბოელიმ გუნდი 2012 წელს - 2 მილიარდ ამერიკულ დოლარად შეიძინა.

ყველაზე ძვირად გაყიდული სპორტული გუნდები:

Washington Commanders $6.1 მლრდ;
Chelsea Football Club $5.3 მლრდ;
Denver Broncos $4.7 მლრდ;
Phoenix Suns $4.0 მლრდ;
Milwaukee Bucks $3.5 მლრდ;
New York Mets $2.4 მლრდ;
Brooklyn Nets $2.4 მლრდ;
Carolina Panthers $2.2 მლრდ;
Houston Rockets $2.2 მლრდ;
Los Angeles Dodgers $2.0 მლრდ;

რეიტინგის მიხედვით სპორტული გუნდების ღირებულება წლების მიხედვით მხოლოდ ზრდას აჩვენებს, შესაბამისად, ჩნდება კითხვა - რატომ არის სპორტული გუნდების გასაყიდი ფასები ასეთი მაღალი?

visual capitalist-ის ინფორმაციით, სპორტული გუნდები ყოველთვის არ ღირდნენ ისეთი ძვირი, როგორც ახლა. რეალურად, მიიჩნევდნენ, რომ სპორტულ გუნდებს ექსცენტრიული მეწარმეები ყიდულობდნენ და ის ფულის წაგების წინაპირობა იყო. თუმცა ეს დამოკიდებულება წლებთან ერთად შეიცვალა.

არსებობს რამდნიმე ფაქტორიც, რითაც მილიარდერების სპორტის მიმართ ასეთი ინტერესი აიხსნება. მათ შორის ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი მედია და გარიგებებია: დიგიტალიზაციის წყალობით სპორტს ახალი გლობალური აუდიტორია ჰყავს, სამაუწყებლო უფლებები კი ლიგის შემოსავლების ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი გახდა. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მილიარდელები სპორტული გუნდების შეძენით ინტერესდებიან - ხელსაყრელი გადასახადებია. ფინანსური და სხვა უპირატესობის მიღმა, სპორტული გუნდის მაღალ ღირებულებას მის ფლობასთან დაკავშირებული პრესტიჟიც განსაზღვრავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები