მსოფლიოში უნიქორნ კომპანიების ჯამური ოდენობა 1240-ს შეადგენს, რომელთა ჯამური კუმულაციური შეფასება 3 ტრილიონ 912 მილიარდ დოლარად განისაზღვრება. უნიქორნ კომპანია, იგივე უნიქორნ სტარტაპი ის კომპანიაა, რომლის ღირებულებაც 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ანალიტიკურმა კომპანია, CB Insights-მა ასეთი კომპანიების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.