The Economist Intelligence Unit’s მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების სიას აქვეყნებს. სიის სათავეშია სინგაპური. 116 ქულით სწორედ ის დასახელდა საცხოვრებლად ყველაზდე ძვირ ქალაქად. მეორე ადგილს 112 ქულით ინაწილებენ პარიზი და ციურიხი. შემდეგ მოდის ჰონგ-კონგი და ოსლო, ასევე ჟენევა. ათეულში ასევე მოხვდა სეული, კოპენჰაგენი, თელავივი და სიდნეი.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქალაქის სტატუსი ტოკიოს ჰქონდა. ბოლო კვლევით კი ის ათეულშიც აღარ ხვდება. ამასთან, ათეულში შევიდა სიდნეი.
ვალუტების მერყეობა სიაში ცვლილებების მთავარ მიზეზად სახელდება. კვლევაში სულ 133 ქვეყანა იღებს მონაწილეობას.

























