ზედიზედ მესამე წელს, უცხოელებისთვის ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქად ჰონგ-კონგი დასახელდა. ამის შესახებ კონსალტინგ-ჯგუფი Mercer-ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი მეტყველებს.
კვლევისას რეიტინგის ავტორები ადარებენ ფასებს 200-ზე მეტი ტიპის საქონელსა და მომსახურებაზე, ხუთი კონტინენტის 209 ქალაქში. მკვლევარები ადარებენ საცხოვრებელი ფართის ქირაობის ღირებულებას, ტრანსპორტის, საკვების, ალკოჰოლის, თამბაქოს, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის, საყოფაცხოვრებო ნივთების საფასურს და ა.შ.
ხანგრძლივი საპროტესტო აქციების მიუხედავად, ჰონგ-კონგმა რეიტინგის პირველი ადგილი შეინარჩუნა. მას მოყვება თურქმენეთის დედაქალაქი აშხაბადი და იაპონიის დედაქალაქი ტოკიო.
რეიტინგის პირველ ათეულში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
1. ჰონგ კონგი
2. აშხაბადი
3. ტოკიო
4. ციურიხი
5. სიგაპური
6. ნიუ-იორკი
7. შანხაი
8. ბერნი
9. ჟენევა
10. პეკინი