ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო ტრანსფერების TOP 50-ეულს ბრაზილიელი ფეხბურთელები იწყებენ და ასრულებენ.
ფეხბურთელების ფასი წლიდან-წლამდე იმატებს და ჯერჯერობით, მმართველ ორგანოებში ამ საკითხის რეგულაციებზე ღიად არავინ საუბრობს. მაგალითისთვის, 2002 წელს, ლეგენდარული ბრაზილიელი, რონალდო, მილანის ინტერიდან მადრიდის რეალში 46 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, სწორედ ის ასრულებს „ტოპ 50“ ტრანსფერის ცხრილს. შედარებისთვის, 2017 წელს მისი თანამემამულე, ნეიმარი ბარსელონადან, ფრანგულ პარისენჟერმენში 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ მოხვდა.
ტოპ 10 ძვირადღირებული ტრანსფერი კი ასე გამოიყურება:
• ნეიმარი - 222 მილიონი ევრო
• კილიან მბაპე - 145 მილიონი ევრო
• ფელიპე კოუტინიო - 120 მილიონი ევრო
• ოსმან დემბელე - 105 მილიონი ევრო
• პოლ პოგბა 105 მილიონი ევრო
• გარეთ ბეილი 100 მილიონი ევრო
• კრისტიანო რონალდო - 94 მილიონი ევრო
• გონსალო იგუაენი - 90 მილიონი ევრო
• რომელუ ლუკაკუ - 85 მილიონი ევრო
• ვან დაიკი 84,5 მილიონი ევრო

























