საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სერვისების და რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ჩიტაძე განმარტავს, რომ ეს ტრაგედია არაა და მთავარი წლების მაჩვენებელი და დინამიკაა, რომელიც 2012 წლიდან დღემდე დადებითი ტრენდით ხასიათდება.
მისი თქმით, სიტუაციის გამოსასწორებლად ყველაზე ეფექტური მეწარმეების ცოდნის ამაღლება და ევროპული სტანდარტების გამოყენება იქნება.
„რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებას, ევროკავშირის წარმომადგენლებიც აცხადებდნენ ჩვენთან, რომ ბიზნესი რაიმე კანონზომიერებას არ ექვემდებარება. ჩემი აზრით, ყველაზე ეფექტური იქნება ის, რომ ჩვენს მეწარმეებში ავამაღლოთ ცოდნა და ევროპული სტანდარტების გამოყენება", - აცხადებს ჩიტაძე.
ის განმარტავს, რომ ახალი სტრატეგიის და მიმართულებების შემუშავება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოხდეს და მნიშვნელობა არ აქვს, ევროკავშირთან ექსპორტი შემცირდება თუ გაიზრდება.

























