“ყველაზე მეტად შემაწუხებელი და გამაღიზიანებელი ისაა, რომ დღეს გვეუბნებიან, ხვალიდან თქვენ არ გეძლევათ ღონისძიებების ჩატარების უფლებაო”,- ამის შესახებ BM.GE-სთან ე.წ ივენთ-მენეჯერმა მაკა ყუბუსიძემ განაცხადა.
როგორც ყუბუსიძე ამბობს, ზარალი დიდია, რადგან მთელი თვის განმავლობაში არაერთი ღონისძიება იყო დაგეგმილი.
“ყველაზე მეტად შემაწუხებელი და გამაღიზიანებელი არის ის, რომ დღეს გვეუბნებიან, ხვალიდან თქვენ არ გეძლევათ ღონისძიებების ჩატარების უფლებაო. ღონისძიება არ იგემება ერთი დღით ან კვირით ადრე.
ჩვენ ეს რომ წინასწარ გვცოდნოდა, ყველა იქნებოდა მზად, ყველა როგორც აქამდე, შეგნებით და გაგებით მოეკიდებოდა ამ ყველაფერს, მაგრამ ახლა უკვე დიდი ზარალია", - ამბობს "ივენთ მენეჯერი" მაკა ყუბუსიძე.
ცნობისთვის, მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ქორწილები და ქელეხები ისევ იკრძალება.
"ვუბრუნდებით იმ შეზღუდვას, რომელიც აქამდე იყო. დახურულ სივრცეებში ეს შეზღუდვა უკვე მოქმედებდა და ხვალიდან ეს გავრცელდება ღია სივრცეებზეც“, - განაცხადა დღეს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა.