მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე გამწვანებული ქალაქები

5b3233e815f9f
კესო კაციტაძე
26.06.18 16:37
1559
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ავრცელებს იმ ქალაქების სიას, სადაც გამწვანების ყველაზე მაღალი დონეა.

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა MIT Lab-თან ერთად 2016 წელს შექმნა ვებ–საიტი Treepedia, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების გამწვანების დონეა ასახული, პორტალის მიზანს კი ურბანული განვითარების უფრო აქტიური დაგეგმარება წარმოადგენს.

კვლევა იყენებს Google Street View ინფორმაციას, რომელსაც მწვანე ხედების ინდექსს უწოდებენ.

ყველაზე მეტად გამწვანებული ქალაქების სია შემდეგნაირად გამოიყურება:

1. ტამპა, ფლორიდა- გამწვანებული ტერიტორიის მოცულობა: 36.1%
2. სინგაპური — გამწვანებული ტერიტორიების მოცულობა: 29.3%
3. ოსლო, ნორვეგია — გამწვანებული ტერიტორიების მოცულობა: 28.8%
4. ვანკუოვერი, კანადა — გამწვანებული ტერიტორიების მოცულობა: 25.9%
5. სიდნეი, ავსტრალია – გამწვანებული ტერიტორიების მოცულობა: 25.9%
6. მონტერეალი, კანადა - გამწვანებული ტერიტორიების მოცულობა: 25.5%
7. დურბანი, სამხრეთ აფრიკა - გამწვანებული ტერიტორიების მოცულობა: 23.7%
8. ჯოანსენბურგი, სამხრეთ აფრიკა - გამწვანებული ტერიტორიების მოცულობა: 23.6%
9. საკრამენტო, კალიფორნია - გამწვანებული ტერიტორიების მოცულობა: 23.6%
10. ფრანკფურტი, გერმანია - გამწვანებული ტერიტორიების მოცულობა: 21.5%
11. ჟენევა, შვეიცარია - გამწვანებული ტერიტორიების მოცულობა: 21.4%
12. ამსტერდამი, ნიდერლანდები - გამწვანებული ტერიტორიების მოცულობა: 20.6%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები