გასულ კვირას საქართველოში ახალი თაობის სატელიტური ინტერნეტი გამოჩნდა, რომელიც ილონ მასკის კომპანიას, spacex-ს ეკუთვნის. თავად ეს სერვისი საკმაოდ ძვირადღირებულია და, შეიძლება ითქვას, რომ ის საყოველთაო მოხმარებისთვის არ არის განკუთვნილი. ამ ყველაფრის ფონზე, მთელი კვირა არ წყდებოდა იმაზე საუბარი, რამდენად ძვირი თუ იაფი იყო საქართველოში ინტერნეტი.