მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე იაფი კალათის ღირებულებამ ₾35.96 შეადგინა - როგორ იცვლებოდა ფასები ekalata.gov.ge-ზე?

eKalata

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ekalata.gov.ge-ზე ივლისის თვის ფასების დინამიკაზე ავრცელებს ინფორმაციას და აღნიშნავენ, რომ 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი კალათის ღირებულება საწყის ღირებულებასთან შედარებით შემცირებულია.

სააგენტოს თანახმად, ივლისის განმავლობაში www.ekalata.gov.ge-ზე წარმოდგენილი 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება დინამიკურად იცვლებოდა.

კალათის ყველაზე დაბალი ფასი 23 ივლისს დაფიქსირდა და 35.96 ლარი შეადგინა, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოს კალათის მინიმალური ღირებულება 37.41 ლარი იყო.

"საინფორმაციო პორტალი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ამოქმედდა. დღეის მდგომარეობით, 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება საწყის მაჩვენებელთან შედარებით 12.9%-ით არის შემცირებული. ამასთან, 23 ივლისს დაფიქსირებულმა ყველაზე დაბალმა მაჩვენებელმა საწყის ღირებულებასთან შედარებით 15%-იანი კლება შეადგინა",- აღნიშნავენ სააგენტოში.

ცნობისთვის, 24 ივნისს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათა პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა, ekalata.gov.ge წარადგინა. 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტთან ერთად, ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტის ფასებიც

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები