მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები

5b23453cab2cd
ლევან თაღიაშვილი
15.06.18 21:00
1440

Forbes-ის მონაცემებთ ლიონელ მესიმ კრიშტიანუ რონალდოს აჯობა და მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელი გახდა. 30 წლის არგენტინელი ფეხბურთელის შემოსავალმა 2017 წელს $111 მილიონი შეადგინა და მსოფლიოში მე-2 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენის სტატუსიც მოიპოვა. შემოსავლების ზრდა ძირითადად ,,FC Barcelona’’-სთან გახანგრძლივებულმა კონტრაქტმა გამოიწვია. კრიშტიანუ რონალდოს შემოსავალმა $108 მილიონი შეადგინა

აღსანიშნავია, რომ ბოლო 11 სეზონის განმავლობაში მხოლოდ ამ ორმა ფეხბურთელმა მოიგო FIFA-ს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული და ბოლო 10 სეზონიდან ოქროს ბუცის მფლობელიც მხოლოდ ლიონელ მესი ან კრიშტიანუ რონალდო გახდა, შესაბამისად 5-ჯერ და 4-ჯერ.

Forbes-ის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენის სია კი ასე გამოიყურება:

1)ფლოიდ მეივეზერი - მოკრივე - $285 მილიონი  

2) ლიონელ მესი - ფეხბურთელი - $111 მილიონი  

3) კრიშტიანუ რონალდო - ფებურთელი $108 მილიონი 

4) კონორ მაკგრეგორი - მოკრივე - $99 მილიონი

5) ნეიმარი - ფეხბურთელი - $90 მილიონი

6) ლებრონ ჯეიმსი - კალათბურთელი - $85.5 მილიონი

7) როჯერ ფედერერი - ჩოგბურთელი - $77.2 მილიონი

8) სტეფენ კარი - კალათბურთელი $76.9

9) მეტ რაიანი - ამერიკული ფეხბურთი - $67.3 მილიონი

10) მეთიუ სტეფორდი - ამერიკული ფეხბურთი - $59.5 მილიონი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები