მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველაზე მაღალი ღირებულების 10 პირდაპირი სახელმწიფო შესყიდვა 2018 წელს

5c46d779d5dcd
თამუნა დემეტრაშვილი
22.01.19 12:41
1472
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ იმ უწყებების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებმაც 2018 წელს ყველაზე მსხვილი პირდაპირი შესყიდვები განახორციელეს.
ჯამში, სახელმწიფო უწყებებმა და ორგანიზაციებმა ასეთ შესყიდვებში 182 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს.

ყველაზე მსხვილი პირდაპირი შესყიდვა გასულ წელს, 48 მილიონი ლარის ღირებულების იყო, რომელიც შპს ,,სტადიონმა“ განახორციელა. ხელშეკრულება სამშენებლო სამუშაოებზე კომპანია ,,ვესტინკორ ლიმიტედ საქართველოსთან“ გაფორმდა.

22-მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა თბილისის განვითარების ფონდმა შპს ,,ინ-ს“-თან. მესამე და მეოთხე პოზიციებზეა თბილისის მერია, რომელმაც გარე განათების ტექნიკურ მომსახურებაზე, 20 და 19 მილიონი ლარის ღირებულების პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულებები „თბილსერვისჯგუფთან“ დადო.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 16 მილიონი ლარის პირდაპირი ხელშეკრულება დიზელის შესყიდვაზე კომპანია ,,სოკართან“ გააფორმა.

ჩამონათვალში მოხვდა ასევე, შპს ,,ანაგთან“ თბილისი განვითარების ფონდის მიერ გაფორმებული 15-მილიონიანი შესყიდვა, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ და ,,საქართველოს რკინიგზის“ მიერ, დაცვის პოლიციასთან გაფორმებული 11 და 10 მილიონიანი ხელშეკრულებები, ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და თავდაცვის სამინისტროს მიერ დადებული 9-9 მილიონიანი პირდაპირი ხელშეკრულებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები