მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიათა დიდი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟის ინდექსში S&P 500-შია ინტეგრირებული. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი აღმასრულებელი დირექტორები სწორედ S&P 500-ის ფირმებში პოზიციონირებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ მათი კომპენსაციის პაკეტები არა მხოლოდ ხელფასებს, არამედ ბონუსებს, გადაცემული აქციების ღირებულებას და სხვა ბენეფიტებს მოიცავს. ვინ არიან S&P 500-ში შემავალ კომპანიებში ყველაზე მაღალანაზღაურებადი აღმასრულებელი დირექტორები ? - ამ კითხვაზე საპასუხოდ Wall Street Journal-ის მონაცემებზე დაყრდნობით Visual Capitalist-მა უახლესი რეიტინგი გამოაქვეყნა.