მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიების რეიტინგი

პროფესიები

მსოფლიოს მასშტაბით პროფესიები განსხვავებულად ფასობს, მაგალითად, განვითარებულ სახელმწიფოებში ექიმები საშუალოდ ყველაზე მეტ ანაზღაურებას იღებენ, განვითარებად სახელმწიფოებში კი შედარებით ტექნიკური უნარები ფასობს. ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიების ხუთეული ასე გამოიყურება:

მონაცემთა მეცნიერები წლიურად საშუალოდ 100,000 - 200,000 დოლარის ფარგლებში ანაზღაურებას გამოიმუშავებენ, რითაც ისინი რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებენ.

მეოთხე ადგილზე ნავთობინჟინრებს ვხედავთ, ეს პროფესია განსაკუთრებით მოთხოვნადი ისეთ შტატებშია, სადაც ნავთობი და გაზი მოიპოვება. ამ პროფესიის წარმომადგენლები წლიურად საშუალოდ 135,000-დან 240,000 დოლარის ფარგლებში ანაზღაურებას გამოიმუშავებენ.

მესამე ადგილზე სტომატოლოგებს ვხედავთ. მათი შემოსავალი წლიურად 200,000-დან 400,000 დოლარის ფარგლებში მერყეობს. უნდა აღინიშნოს, რომ სხვა პროფესიებთან შედარებით, სტომატოლოგის ანაზღაურება პირდაპირაა დამოკიდებული მის პირად მიღწევებზე, რეპუტაციასა და გამოცდილებაზე.

მეორე ადგილზე ამერიკაში საინვესტიციო ბანკირები არიან. ამ პროფესიის ადამიანები საშუალოდ 200,000 - 300,000 დოლარს გამოიმუშავებენ, თუმცა ზოგიერთი ბანკირი წლიურად რამდენიმე მილიონის გამომუშავებასაც მარტივად ახერხებს, რადგან მათი ანაზღაურება პირდაპირაა დამოკიდებული პორტფელის ზომასა და მიღებულ საკომისიოებზე.

აშშ-ის მასშტაბით პირველ ადგილზე ექიმებს ვხედავთ, მათი ანაზღაურება 250,000-დან 500,000 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც პირდაპირაა დამოკიდებული მათ სპეციფიკასა და კვალიფიკაციაზე. მართალია, მედიცინა ყველაზე რთულად შესასწავლი პროფესიაა, თუმცა განვითარებულ სამყაროში შრომა ნამდვილად ფასდება და ექიმებიც შესაბამის აღიარებასა და ანაზღაურებას იღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები