მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველაზე მაღალი ხელფასები კვლავ IT სექტორშია, განათლება კი კვლავ ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადია

სკოლა საკლასო ოთახი განათლება უნივერსიტეტი გაკვეთილი

საქსტატმა 2025 წლის მეოთხე კვარტალის მდგომარეობით საქართველოში საშუალო ხელფასების ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პერიოდის განმავლობაში დაქირავებულთა საშუალო ანაზღაურება თვეში 2466 ლარს შეადგენდა, რაც ერთწლიან ჭრილში 249 ლარით, ანუ 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საშუალო ხელფასები მოიცავს მთლიან დარიცხულ ხელფასს, შესაბამისად ხელზე ასაღები საშუალო ხელფასის გამოსათვლელად საჭიროა მას საშემოსავლო გადასახადის სახით 20% გამოაკლდეს, რაც ამ შემთხვევაში 493 ლარს შეადგენს, შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით საშუალო ხელფასი 1973 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება სექტორებს, პირველ ადგილზე კვლავ ინ ფორმაცია; კომუნიკაცია და IT სექტორია, სადაც საშუალო ხელფასი თვეში 4373 ლარს შეადგენს, რაც საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით 3499 ლარს შეადგენს. ასევე მაღალი ხელფასებია მშენებლობის, საფინანსო, სამთო მოპოვებით და ენერგეტიკის დარგებში, ხოლო ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასი კვლავ განათლების სექტორში ნარჩუნდება და 1517 ლარს შეადგენს, რაც საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით თვეში 1214 ლარს შეადგენს. ამაზე დაბალი ანაზღაურება მხოლოდ "სხვა სახის მომსახურების" სექტორშია, რაც აერთიანებს ყველა დანარჩენ სექტორებს, რაც ეკონომიკის საქმიანობების 18 ძირითად დარგს შორის არ შედის.

2025 წლის მეოთხე კვარტალის მდგომარეობით საქართველოს საშუალო ხელფასები ასე ნაწილდება:

  1. ინფორმაცია და კომუნიკაცია და IT სექტორი — საშუალო ხელფასი: 4373 ლარი; ხელფასი (საშემოსავლოს გამოკლებით): 3499 ლარი; წლიური ცვლილება: 9%
  2. მშენებლობა — საშუალო ხელფასი: 3939 ლარი; ხელფასი (საშემოსავლოს გამოკლებით): 3151 ლარი; წლიური ცვლილება: 17%
  3. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები — საშუალო ხელფასი: 3748 ლარი; ხელფასი (საშემოსავლოს გამოკლებით): 2998 ლარი; წლიური ცვლილება: 11%
  4. სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება — საშუალო ხელფასი: 3386 ლარი; ხელფასი (საშემოსავლოს გამოკლებით): 2709 ლარი; წლიური ცვლილება: 32%
  5. პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები — საშუალო ხელფასი: 3385 ლარი; ხელფასი (საშემოსავლოს გამოკლებით): 2708 ლარი; წლიური ცვლილება: 4%
  6. ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (ენერგეტიკა) — საშუალო ხელფასი: 2941 ლარი; ხელფასი (საშემოსავლოს გამოკლებით): 2353 ლარი; წლიური ცვლილება: 14%
  7. ტრანსპორტირება და დასაწყობება — საშუალო ხელფასი: 2927 ლარი; ხელფასი (საშემოსავლოს გამოკლებით): 2342 ლარი; წლიური ცვლილება: 17%
  8. სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება — საშუალო ხელფასი: 2879 ლარი; ხელფასი (საშემოსავლოს გამოკლებით): 2303 ლარი; წლიური ცვლილება: 19%
  9. დამამუშავებელი მრეწველობა — საშუალო ხელფასი: 2403 ლარი; ხელფასი (საშემოსავლოს გამოკლებით): 1922 ლარი; წლიური ცვლილება: 11%
  10. ხელოვნება, გართობა და დასვენება — საშუალო ხელფასი: 2311 ლარი; ხელფასი (საშემოსავლოს გამოკლებით): 1849 ლარი; წლიური ცვლილება: 14%
  11. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები — საშუალო ხელფასი: 2187 ლარი; ხელფასი (საშემოსავლოს გამოკლებით): 1749 ლარი; წლიური ცვლილება: 9%
  12. საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი — საშუალო ხელფასი: 2163 ლარი; ხელფასი (საშემოსავლოს გამოკლებით): 1730 ლარი; წლიური ცვლილება: 6%
  13. ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები — საშუალო ხელფასი: 2034 ლარი; ხელფასი (საშემოსავლოს გამოკლებით): 1627 ლარი; წლიური ცვლილება: 10%
  14. ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები — საშუალო ხელფასი: 1995 ლარი; ხელფასი (საშემოსავლოს გამოკლებით): 1596 ლარი; წლიური ცვლილება: 16%
  15. განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები — საშუალო ხელფასი: 1898 ლარი; ხელფასი (საშემოსავლოს გამოკლებით): 1518 ლარი; წლიური ცვლილება: 9%
  16. წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები — საშუალო ხელფასი: 1699 ლარი; ხელფასი (საშემოსავლოს გამოკლებით): 1359 ლარი; წლიური ცვლილება: 13%
  17. სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა — საშუალო ხელფასი: 1633 ლარი; ხელფასი (საშემოსავლოს გამოკლებით): 1306 ლარი; წლიური ცვლილება: -4%
  18. განათლება — საშუალო ხელფასი: 1517 ლარი; ხელფასი (საშემოსავლოს გამოკლებით): 1214 ლარი; წლიური ცვლილება: 8%
  19. სხვა სახის მომსახურება — საშუალო ხელფასი: 1295 ლარი; ხელფასი (საშემოსავლოს გამოკლებით): 1036 ლარი; წლიური ცვლილება: -19%.

"2025 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 952.5 ლარი, ხოლო კაცების - 2 978.9 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 173.9 ლარი (9.8%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 325.1 ლარი (12.2%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს,"- ნათქვამია სტატისტიკაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები