მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავების რეიტინგი 2023 წელს - Forbes

Celebrities

Forbes-ის 2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავების რეიტინგი ასე გამოიყურება:

მაიკლ ჯექსონი – $115 მილიონი
ელვის პრესლი – $100 მილიონი
რეი მანზარეკი – $45 მილიონი
დოქტორი სიუზი – $40 მილიონი
ჩარლზ შულცი – $30 მილიონი
პრინსი – $30 მილიონი
უიტნი ჰიუსტონი – $30 მილიონი
ჯონ ლენონი – $22 მილიონი
ბობ მარლი – $16 მილიონი
ბინგ კროსბი – $14 მილიონი
ჯორჯ ჰარისონი – – $14 მილიონი
არნოლდ პალმერი – – $10 მილიონი
მერილინ მონრო – – $10 მილიონი

გამოცემის ცნობით, გარდაცვლილი ვარსკვლავების შემოსავალი ბოლო 1 წელიწადში 70%-ით შემცირდა და $470 მილიონი შეადგინა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი რეკორდული - $1.6 მილიარდი იყო.

როგორც FORBES წერს, გარდაცვლილი ვარსკვლავების შემოსავლების მკვეთრი ვარდნა, გასული წლის შემდეგ, ვარსკვლავების მუსიკალური კატალოგების გაყიდვების შემცირებამ განაპირობა.

აღსანიშნავია ის, რომ მიმდინარე წელს ჯგუფ The Doors-ის კიბორდისტ რეი მანზარეკის წარმომადგენელმა, გიტარისტ რობი კრიგერთან ერთად, მუსიკალურ კომპანია Primary Wave-თან თანამშრომლობით შექმნილ ნამუშევრებზე უფლებები გაყიდა. გავრცელებული ინფორმაციით შეთანხმების ღირებულება ორივე არტისტისთვის $80 მილიონიდან $100 მილიონამდე მერყეობდა.

გასული წლის რეიტინგის ლიდერმა, „ბეჭდების მბრძანებლისა“ და „ჰობიტის“ ავტორმა რონალდ რუელ ტოლკინმა $500 მილიონი მხოლოდ Embracer-ის მიერ Middle-Earth Enterprises-ის (ექსკლუზიურ უფლებებს ფლობს ტოლკინის ნამუშევრების ნაწილზე) შეძენით გამოიმუშავა. ხოლო დევიდ ბოუიმ, Warner Chappell-ისთვის საგამომცემლო კატალოგის მიყიდვით, 2022 წელს $250 მილიონის შემოსავალი მიიღო.

ამასთან, ჯექსონის შემოსავლების უდიდესი ნაწილი ბროდვეის ჰიტ MJ: The Musical-ზე მოდის. მხოლოდ მიუზიკლის ბილეთების გაყიდვებიდან, ბოლო 12 თვის განმავლობაში, ჯექსონმა $85 მილიონი გამოიმუშავა. მომღერლის შემოსავლები კი სავარაუდოდ გაიზრდება, რადგან 2024 წელს, პოპის ლეგენდაზე ბიოგრაფიული ფილმის, Michael-ის გადაღება იგეგმება. რაც შეეხება პრესლის, მის მიერ გამომუშავებული თანხის უმეტესი წილი მუსიკოსის მემფისის სახლის ტურისთვის გაყიდული ბილეთებიდან მიღებულ შემოსავალზე მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები