ხელოვნება რომ კარგი ბიზნესია, ეს ახალი ამბავი არ არის. წარმატებულ არტისტებს კარიერის განმავლობაში საკმაოდ მარტივად შეუძლიათ მრავალი მილიონის ქონების დაგროვება, ამისათვის კი არაერთი გზა არსებობს, მათ შორის ყველაზე პირდაპირი და მარტივია შემოქმედების გაყიდვა ან გაქირავება. ასევე, სარფიან საქმედ ითვლება საჯარო ცნობადობის გამოყენება და გარკვეული ბრენდებისთვის რეკლამის გაწევა.
ყველაფრის მიუხედავად, მუსიკოსებისთვის ქონების დაგროვების ყველაზე სწრაფი გზა საერთაშორისო ტურნეების მოწყობაა. მართალია, ეს უდიდეს ძალისხმევას და შრომას მოითხოვს, რაც ათობით კონცერტის გამართვას და უამრავი გამოწვევის გადალახვას გულისხმობს, თუმცა პოტენციური ამონაგები, რომლის მიღებაც ცნობილ არტისებს ამ აქტივობით შეუძლიათ, უბრალოდ კოლოსალურია.
ამჯერად კი ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი საკონცერტო ტურნეების რეიტინგს შემოგთავაზებთ:
1. Eras Tour
2023-24
ტეილორ სვიფტი
შემოსავალი: $1.04 მლრდ
2. Farewell Yellow Brick Road
2018-20, 2022-23
ელტონ ჯონი
შემოსავალი: $939 მლნ
3. The ÷ Divide
2017-19
ედ შირანი
შემოსავალი: $776 მლნ
4. U2 360°
2009-11
U2
შემოსავალი: $736 მლნ
5. Music of the Spheres
2022-23
Coldplay
შემოსავალი: $618 მლნ