მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველაზე მდიდრების 1% მსოფლიო მოსახლეობის 82%-ის ქონებას ფლობს

5a65b15224da4
BM.GE
22.01.18 13:33
1523
ყველაზე მდიდარი 1%-ის ქონება მსოფლიოში მოსახლეობის მთლიანი ქონების 82%-ის ტოლია,- ამის შესახებ Oxfam აცხადებს.

მათი ინფორმაციით, განსხვავება სუპერ მდიდარ ხალხსა და დანარჩენ სამყაროს შორის ძალიან დიდია. ორგანიზაცია აცხადებს, რომ წინა წელთან შედარებით ეს განსხვავება კიდევ უფრო გაიზარდა.

საერთაშორისო ორგანიზაცია რამდენიმე მიზეზს ასახელებს. მათი თქმით, მდიდრებსა და ღარიბებს შორის ეს განსხვავება გამოწვეულია გადასახადების გადაუხდელობით, კომპანიების გავლენით პოლიტიკაზე და დასაქმებულთა უფლებების ეროზიით.

Oxfam აღნიშნავს, რომ 2018 წელს სულ 42 ადამიანი ფლობს იმდენივე ქონებას, რამდენსაც მსოფლიოს უღარიბესი მოსახლეობის ნახევარი. შარშან ამავე ქონებას 61 ადამიანი ფლობდა, თუმცა ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ უმდიდრესი ადამიანების რიცხვის შემცირება მეთოდოლოგიის დახვეწამ განაპირობა და რეალურად უთანასწორობა მოსახლეობას შორის დარჩა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები